გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კინოთეატრები რეგიონებში

“ერთ დღესაც თეთრიწყაროდან ბოლნისში ვივლით დიდ ეკრანზე კინოს საყურებლად, ბოლნისიდან კი დათვების ტყის ამფითეატრში დავპატიჟებთ ახალგაზრდებს, ან თუნდაც თეთრიწყაროს სიახლოვეს, სამშვილდის კინოკლუბში.”

სულ 30 კილომეტრი აშორებს ქვემო ქართლის ამ ორ პატარა ქალაქს ერთმანეთისგან.

რა ერგოთ აქაურ ახალგაზრდებს მემკვიდრეობად? ბოქლომდადებული, მიტოვებული შენობები და უკვე ლეგენდად ქცეული ამბები, რომ ოდესღაც მათ პატარა ქალაქებში კულტურული ცხოვრება ჩქეფდა. ფატი და ლუსო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ-სოფელ დადიან და უფუნქციოდ დარჩენილ, მიტოვებულ შენობებს ახალ სიცოცხლეს უბრუნებენ, ძველი სასამრთლოს შენობაში თვითონ დაიდეს ბინა, აქაა მათი ახალგაზრდული ცენტრი. სამშვილდის კინოკლუბში მალე ფილმების ჩვენებას დაიწყებენ, საქმე თუ კარგად წავიდა, ტყეში ჩაკარგულ ამფითიატრსაც დაუბრუნებენ ქალაქს.

კვირას ფატი თეთრიწყაროდან ბოლნისში პირველად წავიდა კინოში. აქ ყველაფერი ძველებურად არის, უშუქო დარბაზში, სახელდახელოდ დამზადებული ეკრანია დაკიდებული, მაგრამ თუ წვიმა არ არის ან არ ცივა, ბოლნისის კინოს ეკრანზე კინო აუცილებლად გავა. ბოლნისელმა ახალგაზრდებმა ეს უკვე აქციეს წესად.

თეთრიწყაროს და ბოლნისის გარდა, საქართველოს სხვა პატარა ქალაქებსა და დაბებშიც იბრძვიან ახალგაზრდები თავისუფალი დამოუკიდებელი შემოქმედებითი სივრცეებისთვის, მათგან ბევრი ერთმანეთს დაუკავშირდა და შემოქმედებითი ინიაციტივების რეგიონული ქსელი შექმნეს, ინდიგო მათაც გაგაცნობთ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა