ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კინოთეატრი ბოლნისს

ვანო, ლაზარე და მათი მეგობრები, ყოველ ჯერზე დაუზარებლად ათვალიერებენ ბოლნისის ჩაბნელებულ კინოდარბაზს.

მათი წარმოდგენით, ეს შენობა კულტურულ ცენტრად შეიძლება იქცეს, რისიც ამ ქალაქში ბევრს არ სჯერა, ბევრსაც ახირება ჰგონია, მაგრამ ამასობაში ქალაქის ცენტრში მიტოვებული კინოთეატრის ირგვლივ ათობით ასეთი ახირებული ახალგაზრდა ერთიანდება, ვინც ფიქრობს, შრომობს იმისათვის, რომ ბოლნისში დაბრუნდეს კინო და კითხვაზე - რა დროს კინოა? პასუხობენ - რატომაც არა!