90’x collective
სახელი კოლექტივი შეიძლება შევადაროთ იმ ხავსს, რომელსაც ვეჭიდებით, მცირე წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ დღევანდელ ინდივიდუალისტურ ხელოვნებას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ეგოიზმის შადრევანი. ერთად მუშაობა არ გვიშლის ხელს, გვქონდეს ჩვენი ინდივიდუალური სტილი – ჩვენთვის ურთიერთდახმარებაა ის იარაღი, რასაც შუბლში ვაჭედებთ ნეოლიბერალურ არტს.
მინდოდა, დამენახა განსხვავება ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეებს შორის, ასევე ადგილი, სადაც ეს ორი რეალობა ერთმანეთს ერწყმის. რამდენი განსხვავებული სახე შეიძლება ჰქონდეს ერთ ადამიანს სხვადასხვა სივრცეში, ან როგორ შეიძლება ერთი რეალობა მეორეში გაქრეს.