საბინაო ნევროზი | თომა სუხაშვილის ფოტოპროექტი
23.03.2021იმდენი სახლი გამოვიცვალე, რომ როცა ვცდილობ წარსულიდან რამის გახსენებას, სახლი არასოდესაა ის ერთი კონკრეტული, არამედ რაღაც ამორფული სივრცე, რომელიც
სხვადასხვა ფანჯრის, კედლის თუ კიბეების ნაკრებია. პროექტის მონაწილეები სხვადასხვა გამოცდილების მქონე ახალგაზრდები არიან, თუმცა ყველამ იცის რას ნიშნავს ცხოვრობდე სხვის სახლში. ამ პროექტს რამდენიმე კითხვა გასდევს თან.
რამდენი ბინის გამოცვლაა საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი დაკარგო? რამდენი კედელი უნდა დავანგრიოთ საბინაო პოლიტიკის მშენებლობისთვის? ვისთვის შენდება სახლები, რომლებშიც დიდხანს არავინ იცხოვრებს?
ჭერი თუ ფანჯარა? მუდმივ შფოთვას იმაზე, რომ ქირიდან ქირამდე უნდა იმუშაო იმისთვის, რომ ქუჩაში არ დარჩე, ხშირად თან სდევს გაუცხოების განცდა, ცვლილებებზე დამოკიდებულება. ჩემ გარშემო ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც თავს უსახლკაროდ არ თვლის. რადგან მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ან ქირით. თუმცა, ერთ დღეს რომ მოუნდეს საკუთარი სახლის ქონა,ეს თითქმის შეუძლებელია. თუ გაგიმართლებს და სესხს მოგცემს ბანკი, მაშინ წლების განმავლობაში მასზე მიჯაჭვული ხდები. ქირით ცხოვრების დროს ვაანალიზებთ კი, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა უსახლკარობა.ეს ფოტოებიც სხვადასხვა დროსაა გადაღებული, ზოგი სახლის ისტორია არ ვიცი, თუმცა ერთიდან მისი მაცხოვრებლები იძულებულები იყვენენ რომ გაქცეულიყვნენ.
მეორე მეგობრის ბინის ჭერია,რომლიდანაც მუდმივად ჩამოდიოდა წვიმა. და ჩემი ნაქირავები ბინის კარი, რომელშიც მგონი ცხოვრებაში ყველაზე დიდხანს ვცხოვრობ, ოთხი წელი.