გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება კამიტი

ბრონონზილ ციანიდით სავსე ქალაქი

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებoს მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ გამოიყენა.

„კამიტი“ I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერებაა; 1930-იანი წლების შემდეგ არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ გამოუყენებია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ; დიდხანს რჩება ზედაპირებზე, ნიადაგსა და ტანსაცმელზე.

ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევის მიხედვით, ასობით გამოკითხული დემონსტრანტიდან თითქმის ნახევარს ერთი თვის განმავლობაში შეუნარჩუნდა გვერდითი მოვლენები.

კვლევაში აღწერილ შემთხვევებს ეტაპობრივად ემატება ონლაინ საჯარო პოსტებიც, რომლებშიც პროტესტის მონაწილენი აქციების შემდეგ წარმოშობილ კიდევ უფრო მძიმე და გართულებულ სამედიცინო მდგომარეობებს აღწერენ.

2019 წლით დათარიღებულ გდდ-ის ინვენტარის დოკუმენტში ნახსენებია ქიმიური ფხვნილი UN 3439 - რომლის კლასიფიკაციაშიც, სხვა რამდენიმე ტოქსიკურ ნივთიერებასთან ერთად, შედის ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.

გამორიცხულია, ეს იყოს CS გაზი. არასდრის გამიგია, თანამედროვე საზოგადოებაში „კამიტი“ გამოყენებულიყო, - კრისტოფერ ჰოლსტეჯი, ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის ექსპერტი.

ეს არის საფიხათო ექსპერიმენტი! - ელის ედვარდსი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა