კომიქსების ზედაპირი და მითების სიღრმე თეატრში
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საქართველოს მრავალგვარი ფესტივალებიდან ერთ-ერთია, მაგრამ ასე იმიტომ კი არ ვიწყებ, რომ მჯერა, თითქოს თბილისი ფესტივალის რიტმით ცხოვრობდა, თბილისი წელს არჩევნებით ცხოვრობდა, ასე ვიწყებ იმიტომ, რომ მე ვცხოვრობდი მისით. უცნაურია, მაგრამ ასეა, საქართველოში თეატრი უფრო ნამდვილი და გულწრფელია, ვიდრე პოლიტიკური სინამდვილე. ის ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა საკუთარ თავზე, სხვებზე, გარემოსა თუ კულტურა-ხელოვნების ტენდენციებზე დაკვირვებისთვის. სივრცეა, სადაც მცირედი დანაკლისი თუ საზოგადოებაში შეპარული ფალსიფიკაცია ანათებს და ყვირის. ამ სტატიასაც მათთვის ვწერ, ვისთვისაც თეატრი საზოგადოებრივი პროცესია, ფესტივალი კი პროცესია დინამიკით, მიზნებითა და ძიებით.
ტომას ოსტერმაიერის დადგმა თბილისელებმა შარშანაც ვიხილეთ. ეს იყო იბსენის „ხალხის მტერი“. მშრალ, რაციონალურ დიალოგზე აგებული წარმოდგენა აშკარად იქცა მაყურებლის ჭკუიდან შეშლის (საუკეთესო გაგებით) მიზეზად. წლევანდელ დადგმაში შემოსული სააზროვნ