კრავთა დუმილი
30.11.2017 | 8 წუთიანი საკითხავითეოლოგიის ერთმა პროფესორმა, რომელიც ამავდროულად მღვდელ-მონაზონიც იყო, მარტინ ლუთერმა, გერმანული ქალაქის, ვიტენბერგის სამრევლო ეკლესიის კარზე 500 წლის წინ მიაჭედა ქაღალდი, რომელზეც 95 თეზისი ეწერა.
ლუთერი მოუწოდებდა ეკლესიას, კორუფციული მანკიერებების შესახებ დაეწყო აკადემიური მსჯელობა.
ეკლესიამ ეს იუკადრისა და სცადა, პროფესორისათვის პირში ბურთი ჩაეჩარა. ლუთერისთვის კი ხმის ამოღება უკვე სინდისიერების საკითხი იყო. „აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ შემიძლია, დაე, ღმერთი შემეწიოს!“ – მისი სიტყვები ეკლესიის რეფორმატორული მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.
წელს რეფორმაციის იუბილე აღინიშნება. დასავლელი ქრისტიანებისათვის 2017 რეფორმაციის წარმატებულობისა და წარუმატებლობების განხილვის, ეკუმენური დიალოგის გაღრმავებისა და ეკლესიის მომავალზე ფიქრის წელია.
Ecclesia semper reformanda est ანუ „ეკლესია მუდამ რეფორმირების პროცესში უნდა იყოს“ – ეს თეოლოგიური კონცეფცია უნდა მივიჩნიოთ რეფორმაციის ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვრად. ის პირველად მეოცე საუკუნის უდიდესმა თეოლო