მაღაროელების 14 მოთხოვნა
23.06.2023ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვის დაწყებიდან მეორე კვირა გავიდა. ნაწილი ჭიათურაში აგრძელებს შიმშილობას; ნაწილი - თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კარვებში.
მოთხოვნების 14-პუნქტიან სიაში შედის საკითხები შრომის ადეკვატურ პირობებზე, ხელფასის შენარჩუნებასა და ეკოლოგიურ ზიანზე.
ჭიათურა – ადგილი, სადაც შრომის უსაფრთხოება, შრომის ღირსეული ანაზღაურება და ეკოლოგიის დაცვა ურთიერთგადაჯაჭვულ, საარსებოდ მნიშვნელოვან ველს ქმნის.