გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
წარწერა
თეგები: #ინდიგო N11

მაგდა

გვირაბი

ერთ დროს თბილისის ბოტანიკურ ბაღს ქალაქთან გვირაბი აკავშირებდა. (ეს გვირაბი ახლაც არსებობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყოფილ კომკავშირის ხეივანს ერთი მოქალაქე დაეუფლა, ბოტანიკური ბაღის გვირაბი სხვა, რიგითი მოქალაქეებისთვის გადაიკეტა). ამ თითქმის ჩაბნელებულ, გრძელ გვირაბს, სადაც მხოლოდ იმდენი შუქი იყო, რომ მასში მოსიარულეებს სხეული არ დაეზიანებინათ, ქალაქის ხმაურიანი გარემოდან ბოტანიკური ბაღის იდილიაში გადაჰყავდა ადამიანები.

ყველა გვირაბს აქვს თავისი უხილავი ან არამატერიალური განზომილება, რომელიც მასში გავლას მისტერიის შინაარსს სძენს: გვირაბი ორ მხარეს, ორ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს. არქაულ მითოლოგიურ წარმოდგენებში გვირაბი საიქიოსა და სააქაოს დამაკავშირებელ გზადაც მიიჩნეოდა. ვალტერ ბენიამინი პარიზის „პასაჟებზე“ საუბრისას წერს:

„ძველ საბერძნეთში აჩვენებდნენ ადგილებს, საიდანაც გზა ქვესკნელში ჩადიოდა. ჩვენი ფხიზელი ყოფნაც ქვეყანაა, სავსე უჩინარი ადგილებით, ფარული ჩასასვლელებით ქვესკნელში, სადაც სიზმრები ჩაედინება“.

თანამედ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა