გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მაიკლ პალმერი

მაიკლ პალმერი | პოეზია

მე არ...

“Je ne sais pas l’anglais” -  Georges Hugnet

 

მე არ ვიცი ინგლისური.

მე არ ვიცი ინგლისური, ამიტომაც ვერაფერს გეტყვით ამ ბოლო ომის შესახებ,

საღამოს ცაში ტელესკოპიდან რომ მოჩანს გადაფურჩქნული.

მე არ ვიცი ინგლისური, და ამიტომაც, როცა მშია,

ვერაფერს ვშვრები, გარდა პირისკენ თითის შვერისა.

ეს ჟესტი კი შესაძლოა ათასნაირად გაგვიგონ.

მე არ ვიცი ინგლისური, და ამიტომაც არ შემიძლია უფლება-მოვალეობებში გავერკვე,

როგორც ეს მოცემულია უახლეს პროტოკოლში.

მაგალითად: შემიძლია კი გამოვხატო სინაზე; ახლა მაინც შემიძლია, გავაგრძელო შენ გარშემო ჩემი მკლავის ან მკლავების შემოხვევა და ნელა მოგაწვე; შემიძლია, გაკოცო ნაზად ტუჩებში; მერე კისრის მარცხენა მხარეს;  მერე ორივე ძუძუსთავზე? და ა.შ.

რამენაირად შესაძლებელია მისი პასუხების დეკოდირება?

მე არ ვიცი ინგლისური. შესაბამისად, არ ვიცი, როგორ გამოვხატო, რომ ეს ნახატი არაფრის შესახებ

მირჩევნია იმ ნახატს ყველაფრის

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა