ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მარიკა დამოუკიდებლობისთვის

„მარიკა დამოუკიდებლობისთვის“ - ქართული დისიდენტური მოძრაობის აქტიური წევრის და საბჭოთა რეჟიმის პოლიტპატიმარი ქალის - მარიკა ბაღდავაძის ისტორია.

მარიკა ბაღდავაძე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი დისიდენტი და პოლიტმატიმარი იყო. მარიკა 1962 წელს ტიციან ტაბიძის ძმის - სიმონ ტაბიძის ოჯახში დაიბადა. 

მარიკას და ავთოს ოთხი ვაჟი ჰყავთ. ერთმანეთი დისიდენტურ მოძრაობაში გაიცნეს. დისიდენტი გოგოების ჯგუფი 80-იანი წლების სხვა "ანტისაბჭოთა ელემენტების" მსგავსად რეჟიმის სამიზნედ იქცა. 
1981 მილიციის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციას დისინტენტების დაპატიმრება მოჰყვა. 
1982 მარიკას დაშინების მიზნით დააკავეს მამამისი- ლევან ბაღდავაძე.

მარიკამ უარი თქვა მოლაპარაკებაზე და მამის უპირობო გათავისუფლებამდე 32 დღე იშიმშილა.
უნივერსტეტის დასრულების შემდეგ თამრიკო ჩხეიძე სამუშაოდ გარეჯში, მუზეუმში გაანაწილეს. გადასახლების რეალური მიზეზი დისიდენტური მოძრაობისგან გოგოების ჩამოშორება იყო. 
ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა დისიდენტებმა ხალხში პროკლამაციები გაავრცელეს. 
"ნუ ვიზეიმებთ ქართველი ერისთვის დამღუპველი ტრაქტატის 200 წლისთავს"!
პროკლამაციების გამავრცელებლების დაკავება დისიდენტებმა აქციით გააპროტესტეს.  გოგოები გაციმბირებას საზოგადოების და პირადად რეზო ჩხეიძის ჩარევის შედეგად გადაურჩნენ. 
უშიშროების კომიტეტის იზოლატორი ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარეობდა, სარდაფში...
ვიწრო, ბნელ, უფანჯრო საკნებს, რომლებიც ჭერის საჰაეროდან სუსრად ნათდებოდა, ბერიას საკნებს ეძახდნენ... გოგოები უმკაცრესი იზოლაციის პირობებში იყვნენ. ხმის ამოღება და ბარდაგთან კონტაქტიც კი ეკრძალებოდათ...
გოგოები პატიმრობიდან 1986 წელს "რეიგანის სიით" გათავისუფლდნენ. 1988 შიმშილობის მასობრივი აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოსთვის სსრკ-დან გასვლის კონსტიტუციური უფლების შენარჩუნება იყო. 
მარიკა ბაღდავაძე 9 აპრილს სამგლოვიარო მიტინგზე. დამოუკიდებელ საქართველოში მარიკა ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურებოდა. 1996 წლის 15 ნოემბერი მარიკა ბაღდავაძის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში.
მარიკა ბაღდავაძე 58 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 
1962-2020
ვიდეო: გოგა ხაინდრავას და მამუკა გიორგაძის პირადი არქივები, საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი, საქართველოს საპატრიარქოს არქივი 
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტომატიანე