გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ჯონ უერდემანი
თეგები: #ღვინო

მასპინძელი | ჯონ უერდემანი

ჯონ უერდემანი საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოვიდა. 19 წლის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ქართული ფოლკლორით და პოლიფონიით იყო გატაცებული. თვეების განმავლობაში დადიოდა სოფელ-სოფელ ქართული ხალხური სიმღერების ჩასაწერად. აქაურმა გარემომ ისე მოხიბლა, მომდევნო წელს სახლი იყიდა. მალე საქართველოში გადმოსახლდა და ეთნოგრაფიის კვლევა დაიწყო.

ჯონ უერდემანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეღვინე და კულინარიის ექსპერტია საქართველოში. ახლა უკვე თავად აცნობს ჩამოსულ სტუმრებს აქაურობას. ქართული ღვინისა და სამზარეულოს მზარდი პოპულარობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდწილად ჯონის დამსახურებაცაა. "ხოხბის ცრემლები", "ვინო ანდერგრაუნდი", "აზარფეშა", Living Roots - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც უერდემანმა პარტნიორებთან ერთად საქართველოში განახორციელა.

ყველაფერი მუსიკით დაიწყო, თუმცა, ეთნოგრაფიულმა მრავალფეროვნებამ და უნიკალურობამ სულ სხვა სიღრმეებში წამიყვანა. 2006 წელს გავიცანი მეღვინე გელა პატალაშვილი, რომელიც ისეთივე ავთენტურობას ეძებდა ღვინოში, რასაც მე სიმღერაში. მას ღვინის მა

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა