გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მუსიკა, #ხმა

გააკეთე. დადე. | ინტერვიუ მელქოსთან

ქართველი მუსიკოსი, დავით მანჩხაშვილი, იგივე Melqo საკუთარ მუსიკაზე, ქართულ მუსიკალურ სივრცეზე, მსმენელზე და კიდევ ბევრ რამეზე.

„ძალიან სუფთა ფურცელი ვართ, აი, ეგ არის ყველაზე საინტერესო. მუღამი, რომელიც უნდა დაიჭირო ქართულ ხელოვნებაში არის ის, რომ არაფერი არ არის.“

მელქო ქართულ მუსიკალურ სივრცეში აქტიურად გამოჩნდა, ბოლო რამდენიმე წელია. მისი მუსიკა, ძირითადად, სინთპოპია, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, მოსწონს, რომ მხოლოდ პოპი ერქვას. 2020 წელს გამოსცა პირველი და ჯერჯერობით ბოლო ალბომი ATASTSLEULI. იქამდე და მას მერეც იყო არაერთი საინტერესო სინგლი, კოლაბორაცია და პროექტი. გამოსარჩევია 5-ტრეკიანი EP სახელად COSMO AVAZAKI. მელქოს ყველაზე პოპულარული სიმღერებია Wheres da party at; X Files და პოსტპანკ ბენდთან, Skazz-თან ერთად ჩაწერილი Chumad.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა