გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მერი რუფლი
თეგები: #პროზა

მენოპაუზის შესახებ | მერი რუფლი

ამ რამდენიმე ხნის წინ ჩემს ძველ დღიურს გადავაწყდი, რომელსაც 1998 წლის აპრილში ვაწარმოებდი. დღესთან დასმული “C” ნიშნავს იმას, რომ ვიტირე, “C”-ს წინ ციფრი აღნიშნავს, რამდენჯერ ვიტირე, ხოლო “NC” მიუთითებს, რომ იმ დღეს საერთოდ არ მიტირია.

ყველაზე ნაღვლიანი ამ ამბავში ისაა, რომ დღიურში ეს ჩანაწერები ახლა სასაცილოდ მეჩვენება, და ყოველთვის, როცა ვკითხულობ, მეღიმება.

თუმცა, იმ დროს სიკვდილს ვნატრობდი. პირდაპირი მნიშვნელობით, თავის მოკვლის სურვილი მქონდა თუნდაც უთოთი, გავარვარებული ორთქლის უთოთი.

არა, დეპრესია არაფერ შუაშია, ეს მენოპაუზა იყო.

ამის, ან ნებისმიერი სხვა რამის წაკითხვა, რაც კი მენოპაუზაზე დაწერილა, ვერაფერში დაგეხმარება, რადგან შენზე კი არა, შენს სხეულზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეხვდები მენოპაუზას, და გინდაც გჯეროდეს, რომ საკუთარი სხეულის გაკონტროლება შეგიძლია (ასეთ ძალას მთელი ის იოგა გაძლევს), სინამდვილეში, უძლური ხარ.

ბუნებრივია, შესაძლოა, იღბლიანიც გამოდგე: ერთ ქალს ვიცნობ, რომელსაც მენოპაუზა საერთოდ არ უგრძვნია, უბრალოდ, ერთ დღეს გაახსენდა

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა