გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)

თეატრი „თალია“

ნინო ხარატიშვილის რომანის სასცენო ადაპტაცია

ადაპტირებული ვერსიის ავტორები: იულია ლოხტე და ემილია ლინდა ჰაინრიჰი

რეჟისორი: იეტე სტეკელი

კოსტიუმების დიზაინი: პაულინ ჰიონერსი 

სასცენო დიზაინი: ფლორიან ლიოხე 

ვიდეო: ზაზა რუსაძე

ქორეოგრაფია: იოჰან სტეგლი

მუსიკალური გაფორმება/ადაპტაცია: მარკ ბადური

ფოტოგრაფია: არმინ სმაილოვიჩი

ხანგრძლივობა: 4 საათი, 55 წუთი  (ნაწილი 1: 2.15წთ / ნაწილი 2: 2.20წთ)

როლებში: ლისა ჰაგმაისტერი, ფრანციშკა ჰარტმანი, მირკო კრაიბიჰი, მარი ლიოკერი, 

კარინ ნოიჰაუზერი, ბარბარა ნიუსი, სებასტიან რუდოლფი, მაია შონე, ანდრე შიმანსკი.

23 სექტემბერი, რუსთაველის თეატრის დიდი სცენა

წარმოდგენის შესახებ: 

საქართველო, 1900 წელი: სტასიას, ცნობილი მეშოკოლადის დაბადებით იწყება ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობასა და მეოცე საუკუნის ყველა ომსა და რევოლუციას სწვდება.  

„მერვე სიცოცხლე (ბრილკასათვის)“ ნინო ხარატიშვილის რევოლუციური, მდიდარი ენით დაწერილი რომანია. ავტორი 1983 წელს დაიბადა თბილისში, გერმანულად წერს და ჰამბურგში ცხოვრობს. იგი მაგიური რეალიზმით ჰყვება ამბავს ისტორიის ქარტეხილებთან შეგუების, ღალატისა და წინააღმდეგობის, სიყვარულისა და სიცოცხლის (და გადარჩენის) ჟინის შესახებ. ხარატიშვილი მოგვითხრობს კომუნისტური რეჟიმის აღზევებისა და დაცემის შესახებ. თხრობა რევოლუციის ხანიდან იწყება და ევროპის ახალი აღდგინების წლებს მოიცავს  ესაა ერთი ქართული ოჯახის პერსპექტივიდან დანახული ამბავი, ოჯახისა, რომელიც ისტორიის ხაფანგშია მოხვედრილი, რადგან მის ბედს ქარტეხილებით სავსე მეოცე საუკუნის მოტანილი ტოტალიტარიზმი, საზოგადოებრივი რყევები და  მათ მიერ გამოწვეული ტრაგედიები განსაზღვრავს.

თეატრის შესახებ:

1843 წელს, როდესაც შარლ მორისს  ჰამბურგში თეატრის დასაარსებლად ოფიციალური უფლება მისცეს, სხვა სახელმწიფო თეატრების ინტერესების დასაცავად, მას სერიოზული პიესების დადგმა აეკრძალა. მორისმა თეატრს კომედიის ძველბერძნული მუზის სახელი, თალია დაარქვა. თეატრის კარი პირველად 1843 წლის 9 ნოემბერს გაიღო, ზუსტად იმ შენობის გადაღმა, სადაც დასი დღესაა დაფუძნებული.

იოაჰიმ ლუქსი 2009 წლიდან თალიას მხატვრული ხელმძღვანელია. მან თეტრის პირველივე სეზონზე ბრწყინვალე რეჟისორების „გადაბირება“ მოახერხა  ლუკ პერსევალი, ნიკოლას შტემანი, იან ბოსსე, დიმიტერ გოჩევი მხოლოდ ნაწილია ამ სახელებისა. ლუქსი თავისი ნამუშევრებით ცდილობს „კულტურებს, სოციალურ კლასებსა და სხვადსხვა რელიგიის მიმდევრებს შორის ურთიერთგაგებას შეუწყოს ხელი. ამავე მიზანს ისახავს საერთაშორისო ფესიტვალი „მსოფლიოსათვის  ლესინგის დღეები“. ეს ფესტივალი თეატრ „თალიაში“ ტარდება 2010 წლიდან ყოველწლიურად  იანვრის ბოლოდან თებერვლის პირველი რიცხვების ჩათვლით. დასის რეპერტუარის თემები და პიესები იმ ტენდენციას ასახავს, როდესაც ადამიანის გონება გარე სამყაროში თავისი ადგილით უფროა დაკავებული, ვიდრე შინაგანი, ფსიქოლოგიური სამყაროთი.     

ეს მკაფიო მესიჯია. 

ჰამბურგს მსოფლიოს თეატრალურ ხელოვნების ნიმუშებზე ახლა ადვილად მიუწვდება ხელი. ჩვენი მიზანი საერთაშორისო თეატრის ქალაქის  კოსმოპოლიტური კულტურის პლატფორმის შექმნა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა