მიტოვებული სათამაშოები
19.08.2017“რატომ არ აქვთ ცხოველებს სული?” - ალბათ არ არსებობს ვინმე, ვისაც ეს კითხვა არ გასჩენია. უპრიანი იქნებოდა, გვეკითხა - “რატომ გვგონია, რომ ცხოველებს სული არ აქვთ?” - არ ვიცი. მე კი ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქმნილებები, ვისაც აქვთ სული, ემოცია და რაც მთავარია - ისტორია, სიცოცხლის ისტორია. შეუძლებელია წაიკითხო ვაჟა ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობი”, უყურო “Toy Story”-ს და წამით მაინც არ იეჭვო - იქნებ ეს ყველაფერი მართალია? იქნებ ცხოველებს, სათამაშოებს, ყველა ქმნილებას თავისი სიცოცხლის ისტორია აქვს, ჩვენსავით? იბადებიან, იზრდებიან, განიცდიან, ბერდებიან და მერე, როგორც ჩვენში, ადამიანებში ხდება ხოლმე, ხან სევდიანად, ხანაც მხიარულად იხსენებენ თავიანთ გაგონილ და გაუგონარ ისტორიებს.
ფოტო: WER MICHELLE