გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მიხაილო თოდუა | მუსიკოსი

ყველა გარდატეხა და სამომავლო გეგმები, შეიძლება ითქვას, რომ ციხეში დაიწერა და დაიგეგმა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ არაადეკვატურად ვიყავი დასჯილი, მაგრამ დამნაშავედ თავს ვგრძნობდი იმიტომ, რომ მაგრამ დამნაშავედ თავს ვგრძნობდი იმიტომ, რომ ამის გულისთვის დამსჯიდნენ თუ დამიჭერდნენ და ციხეში მოვხვდებოდი. ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის საერთოდ არაადამიანური. არ არის ორიენტირებული არც ადამიანის გამოსწორებაზე და გამოჯანმრთელებაზე, არამედ პირიქით განადგურებაზე. ეს იყო ის უსამართლობა, რომელი უსამართლობაც ყოველდღე მხვდებოდა და ყოველდღე მჭამდა და აქედან გამომდინარე, თუ ახალგაზრდები გარეთ აპროტესტებდნენ ნარკოპოლიტიკას, მეც ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად მონაწილეობა იქედან მიმეღო.

როცა წერილი მე გავაგზავნე აქციაზე, არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ მე ეს დირექტორისთვის მეთქვა, რომ მე ჩემ პირად წერილს ვაგზავნი აქციაზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშრებით. და ამის გულისთვის დამსაჯა. სინთეზატორს გავაფრთხილებდით მოვიტანდით, დაახლოებით სამი თვე ყოფილა შემთხვევა, რომ იდო და არ მაძლევდნენ. უბრალოდ არ მაძლევდნენ. მერე ავდგებოდი წერილს დავწერდი ისევ სამინისტროში, რომ ესეა და წერილის დაწერის შემდეგ ეგრევე მომცემდნენ. ან ტელევიზია შემოდიოდა სიუჟეტის გადასაღებად საჭირო ვიყავი, მაგ შემთხვევაში მაძლევდა. მე ამდენი წლის განმავლობაში ერთი სიტყვიერი შენიშვნაც არ დამიმსახურებია ციხეში.

ვფიქრობ, ვარ ნათელი მაგალითი იმის, რომ ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს დიდად შენ როგორ იქცევი და რას აკეთებ. მთავარი არის ვიღაც გყავდეს ნაცნობი, რომელი ნაცნობიც ზევით გადარეკავს და ზევით იციან.

ერთ-ერთ ჩემ მუსიკას ჰქვია, "მე რატომღაც ქვაკუთხედი აღმოვჩნდი", რომელსაც დღემდე ეხლა დაწერილი მაქვს პრეზიდენტთან შეწყალება და რატომღაც არც კი მომდის და არც უარი.

თეატრის მუსიკა იყო პირველი მუსიკა. ოთხი ადამიანი აღმოვჩნდით 2500-ადამიანიან დაწესებულებაში, ვინც სურვილი გამოხატა, რომ ამ თეატრალურ დასში მონაწილეობა მიეღო. ჩვენ გავავრცელეთ ჭორი, რომ სპექტაკლზე მოვა პრეზიდენტი და იქნებ რაღაცნაირად წაგვადგეს საქმეში და იქნებ ცოტა ადრე გაგვიშვან ან შეგვიწყალოს პრეზიდენტმა და ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ შევავსეთ დასი.

ჩემთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მე რადგან ციხეში მოვხვდი საკუთარი ეგოს და სიამოვნების გულისთვის, ძალიან ბევრი ვიშრომე და ოფლი ვღვარე, იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახისთვის დამემტკიცებინა, რომ დავაშავე, მაგრამ მე ვიხდი სასჯელს იმისთვის, რაც დავაშავე. ყველაზე კარგად ვიქცევი, სამაგალითო ვარ ყველასთვის. მერე აღმოჩნდა, რომ ესე იგი მე შევძელი მუსიკის კეთება და ამით შემიძლია სარგებელი მოვუტანო საკუთარ თავსაც და სხვასაც. აქედან გამომდინარე, გამოიწვია ამან ის, რომ მომცეს უფლება იმისი, რომ ოთახი გამომიყვეს, სადაც ჩემი ხარჯებით შევიძინე აპარატურა და ჩამოვაყალიბე მუსიკალური სტუდია, საიდანაც გამოვუშვი რვა ალბომი და ერთი ფირფიტა.

როცა გადავწყვიტე, რომ მუსიკალური სტუდია უნდა გამეკეთებინა, პირველი მიზნად ის დავისახე, რომ პირველი ფირფიტა ჩემი უნდა გამოსულიყო ციხიდან. საკუთარი თავისთვის, რომ დამემტკიცებინა, რომ მე რაღაც სასარგებლოს მართლა ვაკეთებდი და შემეძლო რაღაც ფასეული შემექმნა. ყველა მეკითხებოდა ყოველთვის ერთი და იგივეს, ამ რკინა-ბეტონში სად ნახულობ ინსპირაციასო. როცა სტუდიაში შევდიოდი და ვჯდებოდი მუსიკის გასაკეთებლად, იქ აღარ ვიყავი ხოლმე. ყოველთვის სტრესად მქონდა, რომ იქ მქონდა ლიმიტირებული დრო დილის 11-დან 2-საათამდე მქონდა და შემდეგ 4-ის ნახევრიდან 6-მდე. და მუსიკის გასაკეთებლად რომ ვჯდებოდი და მოვიდოდა ორი საათი და მომიკაკუნებდნენ კარებზე დამთავრდაო, ამდენი წლის განმავლობაში ვერ შევეჩვიე, რომ არ დავსტრესილიყავი.

გადავწყვიტეთ, რომ აუდიო-ვიდეო პერფორმანსი გაგვეკეთებინა და მსჯავრდებულები დაესწრებოდნენ. სკამზე დამსხდრები ვუსმენდით და ნუ რაღაცნაირად სხვანაირი იყო, რთული იყო და ჩემთვის იყო ექსპერიმენტი. 12-15 წელი ადამიანები ისხდნენ, რომლებიც საერთოდ არ უსმენდნენ ელექტრონულ მუსიკას და პირველი ეს ადამიანები მოვიდნენ, როგორც კი მოვრჩი, რაღაცნაირად ბედნიერი სახეებით და მადლობას მიხდიდნენ და რაღაცნაირად მეფერებოდნენ, რომ ის ერთი საათი ჩვენ აქ არ ვიყავითო.

ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად რამენაირად ისე მექნა, რომ დამშვიდობება არ ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ გავექცეოდი ამას და თვალცრემლიან სახეებს ვერ ავცდი მაინც და მეც ცრემლიანი გამოვედი გარეთ. პირველი, რაც მე ვიფიქრე შინაპატიმრობით იყო ის, რომ ვერ ვიმუშავებდი საკუთარი პროფესიით ანუ ლიმიტირებული დრო მექნებოდა, მაგალითად, დილის 9-დან საღამოს 9-მდე და ჩემი სამუშაო პირიქით ღამეა. კომისიაზე ისიც აღვნიშნე, რომ თუ შესაძლებელი იყო ღამე გამიშვით-მეთქი. ანუ თუ არ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ სამუშაოდ მე გავიდე, მაშინ დღის განმავლობაში დამსაჯეთ და საღამოს 9-დან დილის 9-მდე მომეცით გარეთ გასვლის უფლება. არაო, მაშინ მითხრეს, რომ ჩვეულებრივად შეგიძლიაო საბუთებს თუ წარადგენო იმუშავებო.

ვაფრთხილებდი ჩემს ოფიცერს, რომ მაგალითად, დღეს ვმუშაობ ამა და ამ ადგილზე და სამუშაოს შემდეგ, სამ სამუშაო დღეში მიმქონდა შესაბამისი საბუთები. სრულიად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად პრობაციის სამინისტრომ შეიტანა სარჩელი სასამართლოში, სადაც ითხოვდნენ ჩემ დაბრუნებას. გირჩის მიერ ორგანიზებულ საღამოზე დავუკარი. მარტო ეგ არის მიზეზი. სხვა მიზეზი არ არსებობს. ორგანიზება ვინც გაუკეთა იმას არავის არ ეუბნებიან და ვინც მონაწილეობა მიიღო, მარტო მე დავისაჯე. სხვებმაც ხომ დაუკრეს, რატომ არ სჯიან? ყველა დასასჯელია, არა? დღეს რომ მითხრან, რომ ხვალ მაქვს სასამართლო და არაფერი სანერვიულო არ მაქვს, ადვოკატიც მყავს სახაზინო თურმე დანიშნული. ანუ ყველაფერი მოგვარებულია მხოლოდ სასამართლოში ვარ მისასვლელი.

სასამართლოზეც, როცა პრობაციის თანამშრომელი სიტყვით გამოვიდა, მოსამართლეს მიმართა, რომ რადგან 17 რიცხვიდან ორი კვირის განმავლობაში დარღვევა არ ჰქონიაო, თუ ციხეში არ გაუშვებთო, მაშინ გთავაზობთ, რომ ორი საათი მოაკლოთ იმ თავისუფლების დროსო. მოსამართლე შემობრუნდა პირდაპირ და ორი ვარიანტი გვაქვსო პირდაპირ მითხრა. ან უნდა შეგაბრუნო ციხეში ან ორი საათი უნდა მოგაკლოო, რომელს აირჩევო. ანუ მესამე, გამართლების საშუალება თავიდანვე წაგვართვა. არც უფიქრია იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება მართალი ვყოფილიყავით. მთელი ერთი წლის განმავლობაში მე რა საბუთებიც მიმქონდა, იგივე მაქვს მიტანილი ეხლაც. საერთოდ არაფერი არ შეცვლილა. და როგორ გავიგო ეხლა ხვალ თუ მე წავალ დასაკრავად, ამას საპატიოდ ჩამითვლიან თუ არ ჩამითვლიან.

კარგი, მე ვდგავარ მყარად არ ვტყდები, მაგრამ რკინაც კი ტყდება საბოლოოდ და მეც ხომ მინდა ცხოვრება ხომ. არ მორჩა ეს მაგალითები.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა