მოგზაურობა მესტიაში
12.11.2015მანძილი თბილისიდან: 463 კმ.
მგზავრობის დრო ავტომობილით: 7-8 საათი
მესტიის მუზეუმის ბილეთის ფასი: 3 ლარი; გიდის მომსახურება – 10 ლ.
ზურულდზე საბაგიროთი ასვლა: 5 ლ.
მგზავრობა:
- ავტოსტოპით
- საკუთარი ავტომობილით (მესტიამდე ბეტონის გზაა): 7-8 საათი
- თვითმფრინავით (ნატახტრის აეროდრომიდან): საშუალოდ 65 ლარი. დრო – 50 წუთი
- ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით: 30 ლარი. დრო – 8-9 საათი
აქ დრო თვალის დასახამხამებლადაც კი გენანება – შიშობ, რომელიმე თვალისმომჭრელ ხედს არ მოაკლდე. თან ცდილობ, ყოველწამიერად ცვალებადი სანახაობა კადრში მოაქციო, თან ფოტოობიექტივიდან რომ უყურებ და სრულყოფილად ვერ აღიქვამ, ეგ გადარდებს. მოკლედ, სვანეთში მხოლოდ ეს დარდებია. თუმცა ესეც ტყუილად – აქ ცუდი ფოტო, პრაქტიკულად, არ გამოდის.
ნუ გგონიათ, რომ სვანეთში სამოგზაუროდ უკვე ცივა. თუ ჯერ ეს სასწაული არ გინახავთ, მისი გაცნობა ამ სეზონზე დაიწყეთ, ახლა იქაურობა მ