გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნაძვის დღე | 14.12.2024

14 დეკემბერს დაანონსებული ნაძვის ხის ანთების ზეიმი ჯერ 28 დეკემბერს გადაიდო, მერე კი ითქვა, რომ 16 დეკემბრის საღამოს ზეიმის გარეშე აინთება.

ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებას. თბილისში მასშტაბური აქცია 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ამ დროის განმავლობაში უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

28 ნოემბრის საღამოს დაწყებული პროტესტი ორ კვირაზე მეტია, გრძელდება და ხალხი თბილისის გარდა უკვე საქართველოს სხვა ქალაქებშიც მმართველ პარტიას ევროინტეგრაციის შეჩერებასა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. საპროტესტო აქციები გრძელდება და მთავარი მოთხოვნა - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - უცვლელი რჩება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა