ნინო ბოლქვაძემ შეიძლება არჩევნები წააგოს, მაგრამ ის მოიგებს უფლებებს
20.10.2017 | 4 წუთიანი საკითხავიჰიუსტონის პირველმა ღიად ლესბოსელმა მერმა, ენის პარკერმა, „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ ბლოკნოტს, რომელშიც ის ამ პოსტზე ყოფნისას თავის ისტორიებს იწერდა, სახელი რომ ჰქონოდა, ასეთი იქნებოდა: „Would This Have Happened to Another Mayor?“ („გადახდებოდა თუ არა ეს ამბავი სხვა მერს?“)
საქართველოში, არჩევნებში პირველად იღებს მონაწილეობას ღიად ლესბოსელი კანდიდატი ნინო ბოლქვაძე. მისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის თვალის შევლებაც საკმარისია, რომ დავასკვნათ: ეს ამბავი ნამდვილად არ გადახდებოდა სხვა კანდიდატს.
ნინო ბოლქვაძის არჩევნებში მონაწილეობა ისტორიულია: ეს მისი პირადი მსხვერპლია იმისთვის, რომ ადამიანებმა ირწმუნონ – საკუთარი ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ეს ნინო ბოლქვაძის პირადი წვლილია იმაში, რომ ლესბოსელი, გეი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი მოქალაქეები სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობამდე არ დააკნინონ; რომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ პატივი სცეს მათ ადამიანურ ღირსებას და მოქალაქეობრივ სტატუსს;