ვინც შთაგვაგონებს N12 | ნინო ჩიჩუა ალის გი-ბლაშეს შესახებ
02.02.2016პროექტს ოცდაათი გმირი ჰყავს. 15 ნოვატორი, ცნობისმოყვარე ადამიანი გვიამბობს მათზე, ვინც ცვლილებებისთვის, მოქმედებისთვის მამოძრავებელი იდეა, ძალა და შთაგონება მისცეს.
ნინო ჩიჩუა
24 წლის, დაამთავრა ნიუ იორკის უნივერსიტეტის, ტიშ ხელოვნების სკოლა, კინოწარმოების ფაკულტეტი. საქართველოში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა Creative Initiatives, რომლის მიზანიცაა კულტურის და სახელოვნებო ტრადიციების კომერციალიზაცია, და ამ გზით, ქვეყანაში სახელოვნებო ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა.
დიდი იდეა: კინემატოგრაფი. როცა ადამიანები მიხვდნენ, რომ მოძრავი რეალობის აღბეჭდვა და გაშუქება შეუძლიათ. კინემატოგრაფმა თანამედროვე გართობის ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი.
მასზე პირველად შემთხვევით სტუდენტობისას გავიგე, მაგრამ არა სახელმძღვანელოებიდან ან პროფესორებისგან, რატომღაც ის ისტორიის და ოფიციალური განათლების სისტემის მიღმა რჩება. გავიგე მათგან, ვინც ალისზე დოკუმენტური ფილმის გაკეთე