ვინც შთაგვაგონებს N13 | ნინო ხარატიშვილი ქეთი კლიმიაშვილის შესახებ
09.02.2016პროექტს ოცდაათი გმირი ჰყავს. 15 ნოვატორი, ცნობისმოყვარე ადამიანი გვიამბობს მათზე, ვინც ცვლილებებისთვის, მოქმედებისთვის მამოძრავებელი იდეა, ძალა და შთაგონება მისცეს.
ნინო ხარატიშვილი, მწერალი, რეჟისორი
ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია აკეთო საყვარელი საქმე, რომელიც გამთლიანებს. წერაც და თეატრიც ჩემთვის ორი სახლია, სადაც თავს მყუდროდ და კარგად ვგრძნობ, სადაც შემიძლია ის კითხვები დავსვა და ის ინტენსიური პროცესები გავიარო პასუხების ძიებაში, რასაც ყოველდღიურობაში ვერასოდეს მოვახერხებდი. ჩემთვის ორივე ერთგვარი ლაბორატორიაა. თუმცა პროცესი სრულიად განსხვავებულია. ერთგან სრულიად მარტო ვეძებ, მეორეგან თანამოაზრეებთან ერთად. ამიტომაც ორივე მჭირდება მონაცვლეობით.
დიდი იდეა: ბევრი აღმოჩენა მაფიქრდება, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ძვრა მოახდინა, მაგრამ მე პირადად ბატონ გუტენბერგს ვუმადლი საბეჭდი დაზგის გამოგონებას. ეს ერთ-ერთი ცენტრალური ნაბიჯი იყო კაცობრიობის განვითარებისთვის.
როცა ქეთიზე