ოქროს კბილები - მამუკა არეშიძე
04.01.2020მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში
როდიდან გახსოვთ ქართველებისა და ოსების დაპირისპირება?მე ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც პირველ შეტაკებას შეესწრო ოსეთში 1989 წლის 26 მაისს. მანამდე „ამერიკის ხმაზე“ მოვისმინე ოსი აქტივისტის კომენტარი 9 აპრილზე, რომლის პათოსიც ასეთი იყო: ძალიანაც კარგი, ეს რომ მოუვიდათო. იმდენად დაუჯერებელი მოსასმენი იყო, რომ „ამერიკის ხმის“ რუსი კომენტატორიც კი გაკვირვებული დარჩა. იმ დროს, პროგრამა „საღამო მშვიდობისას“ წამყვანი და რეჟისორი ვიყავი. თანამშრომელმა მითხრა, 26 მაისს ცხინვალში მიტინგი იმართება და წავიდეთო. კამერით ვიყავი. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებაა. ღონისძიება ცხინვალის ნაცვლად ერგნეთში ჩატარდა და ქართველებსა და ოსებს შორის შეტაკება მოხდა. ოღონდ, მაშინ ამას ქართულ-ოსურ შეტაკებას კი არ არქმევდნენ, არამედ დაპირისპირებას – არაფორმალებსა და კომკავშირლებს შორის. კომკავშირელი აქტივისტები ოსები იყვნენ, არაფორმალები – ცხინვალის, ერგნეთის და ახლომდებარე სოფლების ქართველობა, ვინც 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდ