გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Painting the Modern Garden: Monet to Matisse

წლის ბოლო ჩვენებას კინოთეატრი „ამირანი“ და Event Cinema ყველაზე მასშტაბურ გამოფენას უძღვნის. 25 დეკემბერს წარმოდგენილი იქნება კიდევ ერთი ფილმი სერიიდან „გამოფენა ეკრანზე“. კინოდოკუმენტალისტ, დევიდ ბიკერსტაფის ფილმი „Painting the Modern Garden: Monet to Matisse“ იმპრესიონისტების, პოსტ-იმპრესიონისტების და ავანგარდისტების ნამუშევრებს წარმოგვიდგენს და ისეთ მხატვრებს აერთიანებს, როგორებიც არიან, ვან გოგი, მონე, პისარო, რენუარი, მატისი, კლიმტი, კანდინსკი და სხვები.

ფილმი ერთგვარი გზამკვლევია მსოფლიოს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში  კინოეკრანის საშუალებით მაყურებელი საუკეთესო გალერეებს სტუმრობს და შედევრების დათვალიერებასთან ერთად, მათ ისტორიას და მნიშვნელობასაც ეცნობა.

საათნახევრიანი ფილმი მოგვითხრობს, თუ რა როლი ითამაშეს ბაღებმა ხელოვნების განვითარებაში მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე. რეჟისორი ბაზისად მონეს ნამუშევრებს იღებს, რომელიც პირველი იყო, ვინც ფერწერაში ეს თემატიკა დაამკვიდრა. მათი ანალიზის შემდეგ კი უკვე სხვა მხატვრების მაგალითზე გვაცნობს, თუ როგორ განვითარდა ეს კონცეფცია და როგორ შეუწყო ხელი ბაღებმა არისტებს, ჩაკეტილი სივრცე გაერღვიათ და უფრო სიღრმისეულად დაკვირვებოდნენ მუდმივად ცვალებად სამყაროს მათ გარშემო.  

ბიკერსტაფის ნამუშევარი 2016 წელს გამოვიდა ეკრანებზე და საგამოფენო თემაზე შექმნილი ფილმებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა, რაც სავარაუდოდ ფილმის მასშტაბურობისა და მრავალფეროვნების გარდა, ბაღების თემატიკის საინტერესო ანალიზმაც განაპირობა.

„Painting the Modern Garden: Monet to Matisse“ კინოთეატრ „ამირანში“ 25 დეკემბერს, 19:30 საათზე იქნება ნაჩვენები

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა