პატარა ქვეყანა | ზაალ ანდრონიკაშვილი
ლაშა ბუღაძის ახალ რომანს, „პატარა ქვეყანას“, საფუძვლად უდევს ავტობიოგრაფიული ეპიზოდი. 23 წლის მწერალმა დაწერა მოთხრობა „პირველი რუსი“, მასში მოთხრობილი იყო თამარ მეფისა და მისი პირველი ქმრის, იური ბოგოლიუბსკის წარუმატებელი პირველი ღამის ამბავი, რომელიც მწერალს ქართულ-რუსული ურთიერთობების პრეფიგურაციად წარმოედგინა. მოთხრობის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა მოძლიერებული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ურაპატრიოტიზმით შეპყრობილი პოლიტიკოსებისათვის. ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მწერალი აიძულეს, ბოდიში მოეხადა საპატრიარქოში. მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა საჯარო ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა, საპატრიარქოს, სახელმწიფოსა და თითქოს სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე მყოფი მედიის თანამშრომლობით, მწერლის პრესკონფერენცია გაყალბდა და მას ხმა, ხმის უფლება, აზრის გამოხატვის საშუალება წაერთვა.
ამ ავტობიოგრაფიული ბირთვის მიუხედავად, ლაშა ბუღაძის წიგნი არც ავტობიოგრაფიაა და არც დოკუმენტური პროზა. ესაა რომანი, რომლის ბიოგრაფიულმა პასაჟებმაც არ უნდა გვიბიძგოს წიგნის ზედმეტად დოკუმენტური წაკითხვისაკ