როგორ გავაკეთოთ პერსონალური კალენდარი
15.03.2016როგორ გავაკეთოთ პერსონალური კალენდარი, რომელიც ჩვენი ინტერესების, გატაცებების, სურვილების, გეგმებისა და ოცნებების ამსახველი იქნება?
ამისთვის 3 ნაბიჯია საჭირო:
კალენდრის გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
მუყაოსავით სქელი, დიდი ზომის ქაღალდი, ჭიკარტი, ძაფი, ფანქარი, მაკრატელი, სახაზავი და მინიმუმ თორმეტფერიანი კალმისტრების შეკვრა.
ნაბიჯი 1
გაშალეთ ქაღალდი მაგიდაზე, ცენტრში დაამაგრეთ ჭიკარტით. ჭიკარტს გამოაბით ძაფი, ძაფის ბოლოს კი – ფანქარი. დაჭიმეთ ძაფი, შემოხაზეთ ფანქრით მაქსიმალურად დიდი წრეწირი და ამოჭერით.
ნაბიჯი 2
კალენდარზე თვეების წრის დასატანად, ამოჭერით ჟურნალიდან ტრაფარეტები ნომერი 1 და ნომერი 2. დაამთხვიეთ ისინი ქაღალდის ცენტრს და მათ გარშემო შემოხაზეთ ორი წრეწირი. ამ წრეებს შორის დარჩენილი სივრცე დაყავით 12 თანაბარ ნაწილად ტრაფარეტი 1-ის დახმარებით და შიგნით ჩაწერეთ თვეების სახელები.
ნაბიჯი 3
ტრაფარეტი 2-ის დახმარებით დიდი წრე დაყავით 32 ნაწილად და გაავლეთ სხი