გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პირბადე

- აბა, რას შეჭამე მთელი ავტობუსი, ვინ ხარ შენ?
 ჩვენ რა გიჟები ვართ, გაკეთებული რომ გვაქვს?
  ინფარქტიანი კაცი ვარ მე.
  -მერე რა გინდა?
-მე თუ მიკეთია შენ ვინ ხარ? უყურე ამას.
 იმიტომ, რომ ხალხი სწორეს გეუბნება შენ.
 თუ მაგარო ბიჭი ხარ, მიდი, მთავრობას უთხარი, მოგვხსენი-თქო.
- მე არაფერი არ მითქვამს, მიკეთია.
 -შეეშვი ამ კაცს, ხოდა.
-ინფარქტი მართლა აქ მოგივა შენ, თუ ჭკვიანად არ იყავი.
- გააჩერე, გააჩერე, შოფერ, ჩავდივარ.
-ჩემთვის არც მოუცია შენიშვნა და არც არაფერი არ უთქვამს.
- დაწყნარდით, რაღად უნდა მაგდენი ლაპარაკი.
- გამოუვიდა დამცველი ახლა, რა.
-დამცველი არავინ არ არის, წინ იყურე.
-კარგი, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ.
- არა, ვინ ეკითხება ახლა მაგას, ვერ გავიგე.
- სულ ყველას გვეკითხება, ყველას.
- აგერ, ქალბატონები არიან და შვილებთან მიდიან და სახლში შვილიშვილებთან მიდიან.
არც ჩვენ გვეხალისება, რომ გვეკეთოს.
- აგერ, ჩვიდმეტი საათი მიკეთია.
- პროტესტი ამ კაცთან კი არ უნდა გამოთქვათ, უნდა გამოთქვათ, სადაც საჭიროა იქ.
- ქალაქში დავდივარ ზუსტად მოხსნილი, აი ასე.
- კარგით გეყოფათ რა, არ გვსიამოვნებს და მორჩა რა.
  რატომ უნდა ვისმინო ეხლა მთელი გზა ეს ამბავი.
ახალ წლამდე იქნება ეს.
-  ყველაფერი მესმის, მაგრამ ცოტა ელემენტარული ხომ უნდა დავემორჩილოთ     რეგულაციებს?
- ვემორჩილები კი არა, ვიგუდები, მაგრამ ვემორჩილები, ჩემო კარგო.
- პროსტა სახლში როგორ უძლებენ ასეთ ადამიანებს, მე არ ვიცი.
შეიძლება არც არავინ არ ჰყავს სახლში და მარტო ცხოვრობს.
- რა ვიცი მე, ნაბამი ძაღლივით კი ოყო და.
- ჰო, აი, რომ დაამწყვდევენ და გამოუშვებენ, ასე იყო ზუსტად.
- ახალგაზრდა ბიჭმა არ აიწია, მერე იმას მეორე აჰყვა, იმანაც მოიგლიჯა და გამწარდა ადამიანი.
რატომ უნდა დაჯარიმდეს ეს და ის აყვა მერე გარმონივით რა.
- უზრდელი თაობა და უზრდელი ახალგაზრდობა რომ არის, ისინი დაიცვა.
- ხო, ხო ისინი დაიცვა ზუსტად.
- ჩვენ ჭკუა გვეკეტება, ღამეც ამით გვძინავს ისე გვიყვარს, რა.
- ვერ გავაჩუმეთ ამდენმა ხალხმა, ვერ გავაჩუმეთ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა