პოლიტიკური წესრიგი ისტორიის დასრულების შემდეგ
19.02.2016სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, ფრენსის ფუკუიამას ესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, გიგა ზედანია.
ცნობილი წიგნის ‒ "ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი" ‒ ავტორი, ფრენსის ფუკუიამა საქართველოში, 2016 წლის 18-22 იანვარს, "ლიდერთა განვითარების აკადემიის" პირველ სალექციო კურსს ხელმძღვანელობდა.
"ლიდერთა განვითარების აკადემია" ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის ერთობლივი პროგრამაა.
გიგა ზედანია: თქვენ თავდაპირველად კლასიკურ ფილოლოგიას სწავლობდით, შემდეგ შედარებითი ლიტერატურის სპეციალისტი გინდოდათ გამხდარიყავით, წახვედით კიდეც პარიზში, რათა იქ ისეთ ცნობილ და გავლენიან მოაზროვნეებთან გესწავლათ, როგორებიც იყვნენ როლან ბარტი და ჟაკ დერიდა. მერე კი უცებ შეცვალეთ გადაწყვეტილება და პოლიტიკის მეცნიერება აირჩიეთ. ისე ჩანს, თითქოს ეს გარდამტეხი მომენტი ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში. რა მოხდა მ