პორტალი აფხაზეთში | წერილები აფხაზეთიდან
13.07.2026ან რაზე ფიქრობდა ის ჯარისკაცი, როდესაც ვიღაცის დავალებას ისმენდა: „მიდი, ანდრეი, შენ ხურჩა და ნაბაკევის საზღვარზე ეკლიანი მავთულხლართი გაჭიმე.“
„წერილები აფხაზეთიდან“ ჩვენი ჯერ ნაცნობებისაგან, ბოლოს კი უკვე მეგობრებისგან მიღებული გზავნილებია - ზოგი ტექსტად, ზოგიც სტატიკურ ან მოძრავ გამოსახულებებად. წერილებს აფხაზეთიდან გვიგზავნიან იმწუთიერი განცდებისა და ფიქრების აღსაწერად, რადგან დიდ სურათში არც თავად იციან, დარჩებიან თუ წავლენ; იპოვნიან სიმყუდროვეს მკაცრად შემოღობილ ედემში, თუ შვილებისა და საკუთარი სიმშვიდის, კეთილდღეობის საძებნელად გახსნილ სამყაროში მოიწყობენ ახალ სახლს. ამ წერილებსაც უსახელოდ ვაქვეყნებთ, ზედმეტი თავსატეხებისაგან თავის ასარიდებლად.