გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ფოტოგრაფი გიორგი შენგელია

ყოველთვის როცა გაქვს შეხება ფოტოგრაფიასთან, ყოველთვის რაღაც ახალს პოულობ.

არის ისეთი ცვლილებები, როცა ფიქრდები იმაზე, თუ მხოლოდ პირადად შენ რისი გადმოცემის სურვილი გაქვს. კი, გასაგებია, რომ ერთი მხრივ იღებ ინსპირაციებს, მაგრამ ამავდროულად იმაზეც ფიქრობ, რომ შენც შეგიძლია შენი ინსპირაცია იპოვო შენს თავში.

ჩემთვის ძალიან დიდი ინსპირაციის წყარო იყო საკუთარი ოჯახის ალბომების ფოტოები, რადგან ციფრული ფოტოგრაფიისგან განსხვავებით, ის მატერიალიზებულია. ხელით როცა შენ ამას ათვალიერებ, სულ სხვა ეფექტი აქვს. ვცადე, რომ ჯერ დამებეჭდა ციფრული ფაილები და შემდეგ ვცადე, რომ ეს ციფრული ფაილები დამემუშავებინა ხელით. მიმეცა მათთვის სიძველის ეფექტი, შემეცვალა მათთვის ტონალობა. რადგან არ ვიყავი დარწმუნებული თუ რას მივიღებდი, სათაურიც მსგავსი დავარქვი "შემთხვევითი პორტრეტი" იმის გამო, რომ მნიშვნელობა არ აქვს იქ ადამიანი იქნება თუ ასე ვთქვათ, პეიზაჟი. პორტრეტი მივიჩნიე როგორც, ასე ვთქვათ, გამოსახულებად. დავიწყე ფირით გადაღება იმიტომ, რომ ბეჭდვის პროცესი მოსდევს ამ ყველაფერს.

ბეჭდვის პროცესში შედის ის, რომ თავისუფალი ხარ ბევრი რამისგან. საინტერესო ეფექტებს ღებულობს ქიმიური პროცესები. სულ ძიების პროცესია იქ, სულ შეგიძლია რაღაც ახალს მიაკვლიო. რადგან ამდენ დამოკიდებულებას დებ ადამიანი იქ, ბუნებრივად უკვე რაღაცა მუხტის მატარებელი ხდება. რაღაცა უნდა მიუშვა თავის ნებაზე და რაღაცას უნდა მისცე თავისი მიმდინარეობის უფლება. ეს ყველაფერი გაძლევს მსგავს გამოსახულებას, მაგრამ განსხვავებულს. 

2013 წელს რომ დავბრუნდი საქართველოში, მქონდა სურვილი, რომ მემუშავა რაღაც პროექტებზე. უცხო რეალობასთან შეგუების პერიოდი გამოვიყენე იმისთვის, რომ  გამეკეთებინა პროექტი, რომელსაც ჰქვია "უცხო ქალაქი" და მეორე ნაწილად ავიღე უსახლკაროების თემატიკა. უსახლკაროების გადასაღებად ძირითადად გავდიოდი სადღაც ღამის თორმეტის მერე, პირველის მერე. მქონდა რამდენიმე მონიშნული ადგილი. ეს იყო გლდანი, ეს იყო ვაგზლის ტერიტორია, ისანი. ვახერხებდი ამ ადამიანებთან კომუნიკაციას, თუმცა ეს კომუნიკაცია არ ყოფილა იდეალური. დიდ სიძნელეებთან იყო ეს დიალოგები დაკავშირებული. თუ მოისმენდი რაიმე პასუხებს წარმოუდგენლად დიდი ტკივილის მქონე შინაარსი ჰქონდა ხოლმე მათგან წამოსულ ლაპარაკს. ერთხელ ვიღებდი ადამიანს და თვალები ჰქონდა გახელილი და პირიქით, მთხოვა, რომ გადამეღო სურათი. იმისთვის, რომ მერე იქნებ ენახა ვიღაცა მის მეგობარს და გაეგო ის, რომ ეს ცოცხალი იყო. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა