ქალთა დიდი დღესასწაული
07.03.2021
ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღსანიშნად დღესასწაული პირველად 1909 წელს დაწესდა. იდეა აშშ-ს სოციალისტურ პარტიას ეკუთვნოდა. 1917 წელს, საბჭოთა რუსეთში, ქალებმა ხმის უფლებები მიიღეს, 8 მარტი კი ეროვნული დღესასწაული გახდა.
1960-იანი წლებიდან 8 მარტის აღნიშვნა ფემინისტებმაც დაიწყეს. გაერთიანებული ერებს ორგანიზაციამ კი 8 მარტი ქალთა უფლებებისა და მსოფლიო მშვიდობის დღედ 1977 წელს გამოაცხადა. 1987 წლიდან მარტია ქალთა ისტორიის აღნიშვნის თვე აშშ-ში. საბჭოთა სოციალისტურ ქვეყნებში კი 8 მარტს უყურებდნენ, როგორც ცალსახად საბჭოთა დღესასწაულს. ამიტომ, კავშირის დანგრევის შემდეგ, 1991 წელს, ზვიად გამსახურდიამ ამ თარიღის ჩანაცვლება ახალი დღესასწაულით სცადა და 3 მარტი გამოაცხადა დედის დღედ. თუმცა 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია ინერვიით მაინც გაგრძელდა.
უბრალოდ, მიზნად იქცა მისი საბჭოური პროპაგანდისტული შინაარსისგან დაცლა. ამიტომ წლების განმავლობაში 8 მარტისგან მხოლოდ ყვავილები, სუნამოები და შოკოლადები დარჩა-როგორც სიყვარულისა და პატივისცემის ნიშანი მამაკაცებისგან ქალებს.
დღეს 8 მარტი საქართველოში თანდათან კარგავს ამ 90-იანურ მნიშვნელობასაც და ისევ იბრუნებს იმ იდეებს, რასაც თავდაპირველად მოიცავდა - განსაკუთრებით, ფემინისტური მოძრაობის მომძლავრების შემდეგ.