რა დრო სჭირდება კარგ გადაწყვეტილებას
როცა ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ეს უპირველესად მის პირად ცხოვრებაზე აისახება და ირიბად თუ უკავშირდება სხვა ადამიანებს, ისიც – მის ვიწრო წრეს; ლიდერის გადაწყვეტილებებზე კი დამოკიდებულია ადამიანთა მთელი ჯგუფის მომავალი. ის ირჩევს მიმართულებას არა მხოლოდ თავისთვის, არამედ – მთელი ორგანიზაციისთვის და ეს მძიმე მორალურ ტვირთად იქცევა ხოლმე.
ამიტომ ხშირად გვირჩევენ: ლიდერის გადაწყვეტილება უნდა იყოს ღრმად გაანალიზებული; კარგად დასაბუთებული.
რას ნიშნავს ეს? მეცნიერები სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობენ.
ჯეფ ბოსი (J. BOSS) კარგ გადაწყვეტილებას ცხრა მახასიათებლით გამოარჩევს:
1. კარგი გადაწყვეტილება აუცილებლად დადებითად აისახება სხვებზე.
2. კარგ გადაწყვეტილებას აქვს პოტენციალი, სხვა დროსაც გამოიყენო – გაიმეორო.
3. კარგი გადაწყვეტილება ზრდის შესაძლებლობებს.
4. კარგი გადაწყვეტილება არ ქმნის დამატებით სირთულეებს.
5. კარგი გადაწყვეტილება სისტემური ხასიათისაა.
6. კარგი გადაწყვეტილება არ ბადებს ეჭვებს ან „ზედმეტ“ კითხვებს.
7. კარგი გადაწყვეტილება პრაგმატულია.
8. კარგი გადაწყვეტილება იოლად აღსრულებადია.
9. კარგი გადაწყვეტილება შემეცნებითიც გახლავთ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ კარგი გადაწყვეტილების ყველა მსგავსი მახასიათებელი ღრმად გაქვთ შესწავლილი და შემდეგ პრაქტიკაშიც ხშირად გამოგიცდიათ საკუთარ თავზე, სხვაგვარად უბრალოდ ვეღარ მოიქცევით – კარგ გადაწყვეტილებებს ერთ წუთშიც ისე იოლად მიიღებთ, როგორც – ერთ თვეში.
პიერლუიჯი კოლინა მსოფლიოს #1 საფეხბურთო არბიტრია. მას სწორედ წამებში აქვს ათასობით გადაწყვეტილება მიღებული. კოლინა დღეს ქოუჩი და მოტივაციური სპიკერია. ის აუდიტორიას გამოცდილებას უზიარებს და მსურველს კარგი გადაწყვეტილების წამში მიღების „ხელობას“ ასწავლის.
პირლუიჯი კოლინა მალე ბათუმში იქნება. 22-23 მაისს, IBF BATUMI-ს ფარგლებში, ის მასტერკლასს გამართავს.
კოლინას ლოგიკის გასამყარებლად, საერთაშორისო ბიზნესფორუმი მსმენელს შეახვედრებს ასევე შონ ფიცპატრიკსაც, რომელიც რაგბის ლეგენდაა;
ასევე – კევინ გასკელს, Porsche-სა და Lamborghini-ს ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს;
მარშალ გოლდსმითს, ლიდერობის საუკეთესო სახელმძღვანელოების ავტორს და სხვა სპიკერებს.
ფორუმს 800 პროფესიონალი დაესწრება, რაც საუკეთესო შანსია საქმიანი წრის გასაზრდელად, ახალი ურთიერთობების დასამყარებლად საერთაშორისო დონეზეც კი.
P.შ. ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორები, სოციალური წეს-ჩვეულებები, გამოცდილება, პიროვნული ფასეულობები. ამდენად, უმაღლესი კლასის ინსტიტუციებში, ვიდრე გადაწყვეტილების მიმღებს შეარჩევენ, პირველ რიგში, მის ფენოტიპურ და გენოტიპურ მახასიათებლებს სწავლობენ (ამაზე ინდიგოს შემდეგ ნომრებში გიამბობთ).