გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რა ფილმები ვნახოთ CINEDOC-ის ფესტივალზე?

ამინდის პროგნოზის მიხედვით 2016 წლის 21-25 ოქტომბერი თბილისში სუსხიანი და წვიმიანია. მგონი, საუკეთესო დროა კინოთეატრში მისასვლელად, მეტიც, მთელი ამ დღეების ფილმების ყურებაში გასატარებლად, ერთი ფილმიდან მეორეზე შესასვლელად, ერთი სამყაროდან მეორეში მოსახვედრად.

CineDoc თბილისის პროგრამა ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს.  წელსაც საფესტივალო ბადე ძალიან დატვირთული და საინტერესოა, მე თვითონაც მიჭირს არჩევანის გაკეთება, თუმცა, ნამდვილად ვიცი რას არ გამოვტოვებ წლევანდელი საფესტივალო სელექციიდან.

საერთაშორისო კონკურსი:

ჩემი ადგილი არსად არ არისშანტალ აკერმანის კინო
რეჟისორიმარიანა ლამბერტი

ფილმი შანტალ აკერმანის ბიოგრაფიაა, თუმცა უფრო ღრმა ვიდრე მხოლოდ მშრალი ფაქტები. აკერმანი თავის ფილმებზე, განცდებზე, მოგზაურობაზე და დედასთან ურთიერთობაზე გვიყვება. ბელგიელი რეჟისორი შარშან ოქტომბერში გარდაიცვალა.

22 ოქტომბერი / შაბათი / ამირანი / 18:00 / დარბაზი №2
23
ოქტომბერი / კვირა / რუსთაველი / 20:00 / დარბაზი №3

 

 

უკრაინელი შერიფები 
რეჟისორი: რომან ბონდარჩუკი

უკრაინელი შერიფების ლატვიელი პროდიუსერი ულდის ჩეკულისი საქართველოში ახალი ფილმით ბრუნდება. ამჯერად მაყურებელი უკრაინელი შერიფების გზას მიჰყვება და პარალელურად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც მოკრავს თვალს.

22 ოქტომბერი / შაბათი / ამირანი / 18:00 / დარბაზი №3
23
ოქტომბერი / კვირა / ამირანი / 20:00 / დარბაზი №2

 

 

დაისის მიზიდულობა
რეჟისორი: სალომე ჯაში

რეგიონული სატელევიზიო არხის დახმარებით, ფილმი ერთი პატარა ქალაქის ფსევდო-ეთნოგრაფიულ პორტრეტს ქმნის, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს, და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.

22 ოქტომბერი / შაბათი / ამირანი / 20:00 / დარბაზი №3
24 ოქტომბერი / ორშაბათი / რუსთაველი / 18:00 / დარბაზი

 

 

ძმები
რეჟისორი: ვოიტეკ სტარონი

80 წლიანი გადასახლების შემდეგ, ორი ძმა ყაზახეთიდან პოლონეთში ბრუნდება. განსხვავებული ხასიათის გამო, ისინი დაბრკოლებებს აწყდებიან. ერთი მათგანი მეოცნებე მხატვარია, მეორე კი პრაგმატული ინჟინერი. ისინი ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეუძლიათ.

22 ოქტომბერი / შაბათი / რუსთაველი / 20:00 / დარბაზი №4
24
ოქტომბერი / ორშაბათი / ამირანი / 20:00 / დარბაზი №3

 

Focus Caucasus:

ოთახები
რეჟისორი: ცირა გვასალია

ვიოლას, შოთასა და რიმას თბილისის მოხუცთა თავშესაფრის ცარიელ საკონცერტო დარბაზში დროებით ერთად მოუწიათ საცხოვრებლად გადასვლა. ეს უდიდესი დარტყმაა მათი ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. საერთო საცხოვრებლის რემონტის დაწყებამ მოხუცთა ცხოვრებაში ქაოსი, აურზაური და ბრაზი შემოიტანა, რადგან დროებით თავიანთი ოთახების დატოვება და ერთი სივრცის გაყოფა მოუწიათ. დიდი ცვლილებების მიუხედავად, თავშესაფრის 4 მაცხოვრებელი იპოვის ძალას საკუთარ თავში მიჰყვნენ თავიანთი ცხოვრების ოცნებებს და ცხოვრების ამ ეტაპზე იპოვონ მათი იდენტობა.

22 ოქტომბერი / შაბათი / რუსთაველი / 18:00 / დარბაზი №4
24
ოქტომბერი / ორშაბათი / ამირანი / 18:30 / დარბაზი №3

 

 

წმინდა ძროხა
რეჟისორი: იმამ ჰასანოვი

კონსერვატიული საზოგადოების და მათი საერო ტრადიციების დაპირისპირება „წმინდა ძროხასთან“ - შესაძლებელია თუ არა ‘ევროპელმა ძროხამ’ გამოწვიოს მათი ამბოხება? 

22 ოქტომბერი / შაბათი / რუსთაველი / 22:00 / დარბაზი №4
23
ოქტომბერი / კვირა / კავკასიისსახლი / 13:30

 

 

Ally’s Choice

50 კონცერტი მსოფლიოს გარშემო
ჰედი ჰონიგმანი

დოკუმენტალისტი ჰედი ჰონიგმანი ორკესტრთან ერთად მიემგზავრება ბუენოს-აირესში, სოვეტოსა და სანკტ-პეტერბურგში, ორკესტრის რეპეტიციების, ყოფის და წარმატების თვალყური და მათთან ერთად მოგზაურობის დაუვიწყარი საშუალება ეძლევა მაყურებელს ჰოლანდიელი დოკუმენტალისტის ფილმში.

25 ოქტომბერი / სამშაბათი / რუსთაველი / 20:00 / დარბაზი №4


      

 

Erotic Dox 

ღამის მშვენიერება
რეჟისორი: მარი ივ დე გრავი

„გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მე ვარ მხატვარი, მწერალი და რევოლუციონერი ბოზი!“  მეამბოხე ქალის, გრისელიდის რეალის ჩანაწერები მოგვითხროს ამ ექსტრაორდინალური ადამიანის პირად, განსაცვიფრებელ ამბავს.

22 ოქტომბერი / შაბათი / ამირანი / 22:00 / დარბაზი №2
24
ოქტომბერი / ორშაბათი / რუსთაველი / 18:00 / დარბაზი №4

 

 ფილმების გარდა პროგრამა დატვირთულია პროფესიული მასტერკლასებითა და დისკუსიებით, მათ შორის ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ და მნიშვნელოვან თემებზე - რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და დისკუსია ტრანსგენდერ ადამიანებს ეხება (ფარდის დაშვებამდე, ტრანზიტ ჰავანა).

ჩემს პატარა სიაში ძალიან ბევრი კარგი ფილმი ვერ მოხვდა. თქვენი პირადი პროგრამა შეგიძლიათ შეავსოთ ფესტივალის ვებ-გვერდის დახმარებით (http://www.cinedoc-tbilisi.com/), სადაც ტრეილერებსაც ნახავთ და ფილმების მოკლე აღწერასაც წაიკითხავთ.

საინტერესო ფესტივალს გისურვებთ!

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა