გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

რა იქნებოდა, ქალებს რომ ემართათ მსოფლიო?

საჩუქარი - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 19 ოქტომბერს დაიწყება.

სტენლი კუბრიკის ფილმი Dr. Strangelove or: How I Learned to stop Worrying and Love the Bomb*, 1964 წელს გამოვიდა. ფილმი ამერიკა - რუსეთის ცივი ომის დროს ატომური ბომბის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოგდების საფრთხეზე აფრთხილებდა მსოფლიოს. ფილმი სატირულ კომედიად და აბსურდულ დრამად შეაფასეს. ეს მართლაც იყო შავი იუმორით გაფორმებული სარკაზმული შედევრი, რომელშიც ჭკუიდან შეშლილი ამერიკის საჰაერო ძალების გენერალი საბჭოთა კავშირის განადგურებას თითის ერთი დაჭერით ლამობდა. როგორც კუბრიკი წლების შემდეგ წერდა, მან ეს ფილმი ხალხში მოდებული პანიკის გამო გადაიღო, რომელიც აპოკალიფსის მოახლოვების შიშმა გააჩინა. 

ატომური საფრთხე XX საუკუნის რეალობა მართლაც იყო, ამიტომ ფილმში შეთხზული პენტაგონის „ომის ოთახი“, სადაც  შეკრებილი პოლიტიკოსები, მეცნიერები და სამხედრო კომიტეტი რეალურად დედამიწის გადარჩენას ცდილობდა, ხშირ რეპლიკაციად იქცა, ერთგვარ ტერმინადაც, რომელიც დიდი მიზნების მისაღწევად სტარტეგიული შეხვედრის ადგილს ნიშნავს.

ამსტერდამში და ნიუ იორკში განათლებული, წარმოშობით ებრაელი ხელოვანი იაელ ბართანა პირველი იყო, ვინც „ომის ოთახში“ ქალები შეკრიბა, მსოფლიოს სიმულირებული დასასრულის ბოლო წუთებში გადარჩენის გამოსავალი ეპოვნათ. „რა იქნებოდა, ქალებს რომ ემართათ მსოფლიო?“ ასე ერქვა ბართანას სპექტაკლს, რომლის პრემიერა 2017 წელს მანჩესტერის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე შედგა. 

არის თუ არა ხელოვნება, როგორც უპირობოდ თავისუფალი „სტრუქტურა“, მსოფლიო პოლიტიკურ კრიზისზე მსჯელობისთვის სწორი მედიუმი? ანდა რა ესაქმებათ იქ ქალებს?

“... პოსტმოდერნული ფემინიზმიგამორიცხავს ორმაგ სტრუქტურას, რომელიც ახასიათებს დასავლეთის მასკულინურ აზროვნებას. ამიტომაცაა, რომ იგი მუდმივად ცდილობს სუბიექტური და ობიექტური თვალსაზრისის გამიჯვნას ისევე, როგორც პრაქტიკული და იდეოლოგიური შეფასების, ემოციური და რაციონალური აზრის. სწორედ ამ ტრანზიციისას მნიშვნელოვანია ისეთი სამყარო, სადაც ქალის აზრი კონკრეტულ ალტერნატივად განიხილება და განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცი მართავს რელიგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის ენობრივ და კულტურულ სტრუქტურას“, - გვპასუხობს იაელ ბართანა თავის ერთ ინტრევიუში. 

2019 წლის ფესტივალი „საჩუქარი“ კვლავაც ქმნის  სივრცეს ეროვნული თუ საერთაშორისო მონათხობის მოსამენად - ანუ იქცევა სტარტეგიული შეხვედრის ადგილად, სადაც პლანეტის ყველა კუთხიდან დიდი მიზნების მისაღწევად კრებს სწორედ ქალებს. ესენი არიან ექვსი გამორჩეული რეჟისორი ქალი თავიანთი უახლესი შემოქმედებით და კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ცხოვრება და ბიოგრაფია მსოფლიო დრამატურგიაში ქალი გმირების ფენომენის ამოხსნას მიუძღვნა და ამით უზარმაზარი ავტორიტეტი შეიქმნა თანამედროვე თეატრის ისტორიაში. 

მაგი მარენის, ვიქტორია ჩაპლინის, ქეროლინ კარლსონის, კარლოტა ფერერის, როსიო მოლინას, ნატალია მენენდესის და ანდრი ჟოლდაკის ნამუშევრების ნახვა  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის თეატრებში 19 ოქტომბრიდან - 19 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი. 

2019 წლის „საჩუქრის“ პროგრამა თანამედროვე ევროპის კონტინენტური მეხსიერებაა. ეს სწორედ იმ სტარტეგიულ შეხვედრას ჰგავს, რომელიც დიდი მიზნების მისაღწევად იმართება და ამაზე აუცილებლად დაგაფიქრებთ შუბერტისკომპოზიციებისდაბეკეტისდიდებულსიჩუმეშიგათამაშებულიმაგი მარენისდრამა, სადაცთიხაში ამოთხვრილიათიმოცეკვავეგამოსავალსეძებს; იმ პატრიარქალურ გარემოში, სადაც წესრიგი შიშით მყარდება, მხოლოდ მამაკაცი მსახიობების სიმღერა ისმის „ქალის თავისუფლებაზე“; აკაპელის, 5 გიტარისდააკუსტიკურიდრამისსაშუალებითშექმნილიტრადიციულფლამენკოსელქტრონულიროკი კი ერთიქალბატონისდეკადანსია, რომელსაცგზასცეკვაკარნახობსსამოთხიდანჯოჯოხეთამდე. 

და ბოლოს.... ანდრი ჟოლდაკის „მეფე ლირი“, რომელიც მის ქართულ ინტერპრეტაციაში ქალია, გაჭედილი სამეფო ნანგრევებში, ხლართებსა და მძვინვარებას შორის, რომელიც სამარადისოდ დაწყევლილია, რათა ახსოვდეს საკუთარი თავი. 

ასე რომ, ჩანიშნეთ კალენდარში სასურველი თემები და თქვენთვის საინტერესო რეჟისორები. მანამდე, თითო აბზაცი თითოეულ მათგანზე:

მაგი მარენი

მსოფლიოში აღიარებული ფრანგი ქორეოგრაფი მაგი მარენი 1951 წელს დაიბადა ტულუზში, ესპანელელი რესპუბლიკელების ოჯახში, რომელიც 1938 წელს გენერალ ფრანკოს რეჟიმს საფრანგეთში გაექცა. ტულუზის საბალეტო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ის ბეჟარის ნეოკლასიკური ცეკვის სკოლაში დახელოვნდა და ბეჟარის ცნობილ დასში Ballet du XXe Siècle-ში მივიდა. მაგრამ დიდი ქორეოგრაფის საყვარელი მოცეკვავე პედაგოგს მალე დაშორდა და 1970-იანი წლების ფრანგული თანამედროვე ცეკვის ახალ ტალღას შეუერთდა როგორც ქორეოგრაფი. 

მარენი თავიდანვერადიკალურადგანსხვავებულიცეკვისსტილით გამოირჩეოდა. მისიდასი სოციალური პროტესტის გამოსათქმელად ცეკვავდა. პირველივე დამოუკიდებელი ნამუშევრებით იგი მკაფიოდ განსხვავდებოდა ფრანგი კოლეგებისგან განსაკუთრებული ქორეოგრაფიული სტილით, რომელშიცერთმანეთსერწყმისადამიანისხმები, საგნებისჟღერადობადამუსიკა.ისისეთთეატრალურატმოსფეროსქმნის, სადაცმოცეკვავეთაფიზიკურიდაესთეტიკურიწარმოდგენასხეულისყველაზეინტიმური, დაფარულიდაგაუთვალისწინებელიჟესტებისადამოძრაობებისსაიდუმლოსხსნის. 

მარენის დასი ყოველთვის ახდენდა გავლენას საზოგადოებასა და გარემოზე. იკვლევდა საემიგრაციო საკითხებს, არალეგალების უფლებებს, მსჯელობდა რეალური ცვლილებების გადაუდებელ აუცილებლობაზე. 

1984 წელს მარინმა თავისი კომპანია დაარსა პარიზში, რომელიც მალე ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრად გადაიქცა და უძღვებოდა ლიონის Rillieux-la-Pape ცეკვის ეროვნულ ცენტრსაც (1998). ორივემ პირველივე წლებიდან გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა პოლიტიკურად აქტუალური წარმოდგენებით, ინოვაციებითა და ქორეოგრაფიული ესთეტიკით. დღეს მაგი მარენი რამდამის ხელოვნების ცენტრს ხელმძღვანელობს და ფესტივალზე თბილისში თავისი საკულტო წარმოდგენით ჩამოდის.

კარლოტა ფერერი

რეჟისორი კარლოტა ფერერი მადრიდის „შემოდგომის ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელია. მას 2015 წელს ესპანეთის კრიტიკოსთა ჯილდო Premio Ojo Critico გადაეცა მნიშვნელოვანი მიღწევისათვის საშემსრულებლო ხელოვნებაში, იმავე წელს მიიღო ტორეხონ დე არტოსის საუკეთესო რეჟისორის ტიტული. ტომას ბერჰარდის პიესის დადგმისას კარლოტამ კრიტსიან ლუპას დამხმარე რეჟისორის როლი შეითავსა „ტეატრო დე ლა აბადიაში“.

თეატრში სრულებით არაა აუცილებელი ქალის როლი ქალმა შეასრულოს. ფედერიკო გარსიას სიტყვებით ამეტყველებული მამაკაცი მსახიობებიც ხაზგასმით გადმოსცემენ ქალის ნაზ, სუსტ და მგრძნობიარე არსებას, რომელიც  მამაკაცად გაჩენას ნატრობს - თავისუფლებისთვის. 

როსიო მოლინა

როსიო მოლინა დაიბადა მალაგაში 1984 წელს. 17 წლისამ დაამთავრა მადრიდის სამეფო ცეკვის აკადემია და პროფესიონალ მოცეკვავეთა დასებს შეუერთდა, რომლებიც სახელს უკვე საერთაშორისოდ იხვეჭდნენ. მოლინამაც საერთაშორისო აღიარება მალე მოიპოვა და ისეთი ჯილდოების ლაურეატი გახდა, რომელიც ეროვნულ და მსოფლიო ასპარეზზე ერთეულების ხვედრია. 

სულ ახლახან, 2019 წლის 20 მაისს, როსიო მოლინას ლეგენდარული "GRITO PELAO/bare cry" Premios Max-ით დაჯილდოვდა, საუკეთესო საცეკვაო წარმოდგენისა და მუსიკისთვის. სპექტაკლის პრემიერა ავინიონის ფესტივალზე გაიმართა  2018 წელს.

„დაცემული ანგელოზი“ დიდი ბრიტანეთის მთავარი სახელოვნებო პრემიის, ლორენს ოლივიეს პრიზის ნომინანტია. ნაწარმოები განხორცილებულია საფრანგეთის ნაციონალურ შაილოს ცეკვის თეატრთან ერთად. ლონდონის ბარბიკანის თეატრში მისმა ინგლისურმა პრემიერამ დიდი კრიტიკული აღიარება დაიმსახურა და უამრავი ახალი თაყვანისმცემელი გაიჩინა. ნაწარმოები მულტიდისციპლინარული წარმოდგენაა, რომელშიც არა მხოლოდ ესპანური ხალხური ცეკვის ინოვაციური ფორმა, არამედ ცოცხალი მუსიკის, კინოპროექციის და ესპანური ფოლკლორის (როკის ვარიაციებში) და  ზოგადად თანამედროვე აზროვნების ბრწყინვალე პალიტრა იშლება. 

ნატალია მენენდესი

ინტერაქტიული თეატრალური ანტრეპრიზის "ბედნიერების სადგურის"  წარმოსადგენად ესპანეთიდან თბილისში ნატალია მენენდესი ჩამოდის.  რეჟისორი,ალმაგრო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, საზოგადო მოღვაწე, მკვლევარი, მწერალი და მთარგმნელია, რომელმაც „ბედნიერების სადგურის“ მანიფესტიშემნა. ის კოლუმბიელ ხელოვანებთან, ლეონარდო ეჩევერისა და ხიმანა ესკობართან ერთად ესტუმრება თბილისს. 

„ყოველ დღე და ყოველ წუთს ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ან გარდავქმნათ ჩვენი ცხოვრება, შევიცვალოთ აზრი გარკვეულ მოვლენებზე და ბევრად პოზიტიური გავხადოთ იგი. სიხარულში გავლიოთ დრო და ვიცხოვროთ უკეთესად“ -  ასე იწყება ინტერაქტიული თეატრალური ნაწარმოები. იქნებ, მართლაც აუცილებელია ვიღაცამ შეგვახსენოს, რომ დროა, საკუთარ თავში მოვნახოთ ბედნიერების მიზეზი, რადგან ჭეშმარიტი ბედნიერება ჩვენს გონებასა და გულში  იბადება

სწორედ ასე ვიკვლევთ ჩვენი სპექტაკლისთვის მასალას“, - წერია მანიფესტში და ამ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მაყურებელს.

ნატალია მენენდესი პერიოდულად კითხულობს ლექციებს და ატარებს თეატრალურ მასტერკლასებს. მიღებული აქვს ეროვნული პრიზები Medalla CELCIT, Premio Chivas 06, Premio Ojo Crítico, Premio Agora. სულ ახლახანს გადაეცა ალფონსო X ელ საბიოს სამოქალაქო ორდენი. 

ქეროლინ კარლსონი

სფეროს მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ევროპაში თანამედროვე ცეკვის განვითარება მნიშვნელოვნად გადაწყვიტა ერთმა მოვლენამ: 1968 წელს ამერიკელი ქორეოგრაფის, ოლვინ ნიკოლაისის ფრანგულ ტურში შანს-ელისეს თეატრის სცენაზე ქეროლინ კარლსონმა პირველად იცეკვა და პარიზის საერთაშორისო ცეკვის ფესტივალზე "საუკეთესო მოცეკვავის" პრესტიჟული პრემია მოიგო.

ორმოცი წლის განმავლობაში კარლსონის ძლიერი გავლენა ევროპული ქვეყნების ქორეგრაფიულ სკოლაზე აშკარაა. მან საფრანგეთსა და იტალიაში თანამედროვე ცეკვის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თეატრალური კვლევითი ჯგუფის GRTOP-ის მეშვეობით. შექმნა 100-ზე მეტი ნაწარმოები, რომელთაც ცეკვიის ისტორიაში საეტაპო, საკულტო ადგილი უკავია, მათ შორისაა „სიხშირე 21.5“,  „ცხენის წელი“, „ცისფერი ქალბატრონი“, „სტეპე“, „მაა“, „ნიშნები“ „ნაწერი წყალზე“ და სხვა. 2006 წელს ვენეციის ბიენალეზე ქორეოგრაფს ოქროს ლომი გადაეცა. 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“ სწორედ ქორეოგრაფს ქეროლინ კარლსონს გადაეცემა.

ვიქტორია ჩაპლინი 

"ჯადოსნური ზანზალაკები“ დედა-შვილის ბრწყინვალე შედევრია - ვიქტორია ტიერი ჩაპლინისა და აურელია ტიერი ჩაპლინის - ორი ფერიის შედევრი, რომელიც ჯადოსნურ მაგიას, გრაციოზულობასა და სილამაზეს წარმოაჩენს.

სპექტაკლის იდეის და დადგმის ავტორი დიდი ბრიტანელი მსახიობის, რეჟისორისა და კომპოზიტორის ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი, ვიქტორია ტიერი ჩაპლინია. ვიქტორიას დედა კი დიდი ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ო’ნილის ქალიშვილი უნა ონილია. ვიქტორია ჩაპლინი ამერიკაში დაიბადა და აღიზარდა შვეიცარიაში. დებიუტი მამის უკანასკნელ კინოფილმში „გრაფინია ჰონგ-კონგიდან“ ითამაშა. შემდეგ ცოლად გაჰყვა ფრანგ მსახიობს ჟან ბატისტ ტიერის, რომელთან ერთადაც თანამედროვე ცირკი Le Cirque Bonjour დააფუძნა ავინიონის ფესტვილზე 1974 წელს. ვიქტორიას და ბატისტის ორივე შვილი აურელია და ჯეიმსი მათი მშობლების საქმეს აგრძელებენ და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხალხით გადაჭედილ დარბაზებში დიდი ბაბუის მსოფლიო მრეობას თავიანთი სასცენო თავგადასავლებით აცოცხლებენ.

ანდრი ჟოლდაკი

გამოჩენილი უკრაინული დინასტიის, ტობილვიჩ-ტარკოვსკის შთამომავალი, უკრაინიდან საბჭოთა კავშირის დიქტატს ახალგაზრდა ასაკში გაექცა. პროტესტმა მის შემოქმედებაში და ღრმა ინტელექტუალურმა ანალიზმა, ორთოდოქსული თეატრალური ფორმების მიღმა, ახალი სახელოვნებო ენის გაჩენასა და დამკვიდრებას შეუწყო ხელი, რაც ანდრი ჟოლდაკის უნიკალურ ხელწერას თანამედროვე კლასიკის ხარიხს ანიჭებს.  ანდრის სპექტაკლები და მასტერკლასები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დიდი წარმატებით ტარდება. ქალი გმირები დიდი უკრაინელი რეჟისორის სისუსტეც და მისი ყველა დიდი გამარჯვებაცაა. 

ანდრი ჟოლდაკის ნამუშევრები მსოფლიო თეატრის რუკაზე განსაკუთრებულ მოვლენად, მორიგ თეატრალურ სენსაციად და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შემთხვევადაც კი აღიქმება. იგი დაჯილდოვებულია იუნესკოს პრიზით  თეატრის განვითარებისათვისათვის შეტანილი წვლილისთვის, საუკეთესო რეჟისორის ტიტულით მაკედონიაში, ფინეთსა და რუმინეთში. ჟოლდაკი რუსეთის მთავარი თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღბის“ ლაურეატია 2017 და 2014 წლებში. ასევე, მოპოვებული აქვს უამრავი ევროპული პრიზი, მათ შორის სარაევოს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის MESS მთავარი ჯილდო, ბელგრადის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის BITEF კრიტიკოსთა პრიზი და სხვა.

სოფო თორთლაძე ფესტივალის "საჩუქარი" გენერალური მენეჯერი.

ფესტივალის პროგრამის ნახვას შეძლებთ აქ: https://bit.ly/2k7dpdE
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა