რა წავაკითხოთ ბავშვებს
დეკემბერი საბავშვო წიგნების თვეა. მით უმეტეს, თუ თქვენთან ხუთი წლის წიგნის ჭია ცხოვრობს, რომელიც ბაღიდან დაითხოვეს და თქვენი დროის უდიდესი ნაწილი უნდა შესანსლოს. ამიტომაც საათობით ვდგავართ თაროსთან და წასაკითხს ვარჩევთ. საბავშვო ლიტერატურას ჩვენთან მხოლოდ გიორგი არ კითხულობს, მშობლებსაც ძალიან გვიყვარს და სამივესთვის საერთოა ჭეშმარიტება – კარგი საბავშვო წიგნი ყოველთვის ცოტაა!
როდესაც მოსწავლეებისთვის საკლასო თუ საშინაო ტექსტებს ვარჩევ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ გასაგები, ადეკვატური, მხიარული წიგნების მნიშვნელობას. ყოველი ახალი წიგნი, გარდა იმისა, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებული სიხარულია, დამატებითი სასწავლო რესურსიცაა სკოლებისთვის.
განსაკუთრებით სასარგებლოა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საკითხავი. ასეთ ბიბლიოთეკას „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გვთავაზობს. ირმა მალაციძის „ანდაზები, არაკები“ ქართული ანდაზების მოტივზე შეთხზულ დიდაქტიკურ ამბებსა და არაკებს აერთიანებს. განსაკუთრებით გამიხარ