Recommended Video
„სცადე. დამარცხდი. მერე რა? სცადე კვლავ.
დამარცხდი კვლავ. დამარცხდი უკეთ!“
სემუელ ბეკეტი
2017 წელს, Youtube-ზე ერთი დღის განმავლობაში ნანახი ვიდეოების ხანგრძლივობამ საშუალოდ 1 მილიარდ საათს მიაღწია. ამ ხანგრძლივობის ვიდეოს სანახავად დაახლოებით 100 000 წელი დაგჭირდებოდათ. ეს თითქმის იმდენივე დროა, რამდენიც აფრიკიდან ჩვენი წინაპრების მიგრაციის დაწყებიდან დღემდე გავიდა.
ჯერ კიდევ 5 წლის წინ, მხოლოდ 2 თვის მანძილზე Youtube-ზე ატვირთული მასალების ხანგრძლივობამ, ამერიკის სამი უმსხვილესი ტელეკომპანიის ABC-ის, NBC-ისა და CBS-ის მიერ 1948 წლის შემდეგ ეთერში გასული მასალების საერთო ქრონომეტრაჟს გადააჭარბა.
ამ მასშტაბებმა და, სხვა სოციალურ ქსელებთან ერთად, Youtube-ის საყოველთაო პოპულარობამ, გააჩინა განცდა, რომ ინფორმაციის მიწოდების ცენტრალიზებული, ცალმხრივი მოდელი წარსულს ჩაბარდა. კორპორაციები თუ პოლიტიკური რეჟიმები ინფორმაციის წარმოებასა და გავრცელებაზე ექსკლუზიურ უფლებას კარგავდნენ, უბრალო მომხმარებლები კი ძლ