რეი ბრედბერი - „მარსის ქრონიკა“
რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკა“, „ფარენჰაიტი 451“ და „ილუსტრირებული კაცი“ მეოცე საუკუნის ფენტეზის ჟანრის საკულტო ტექსტებია. „მარსის ქრონიკა“ თითქოს თავის თავში „მომავლის მოთხრობებს“ აერთიანებს და ტრანსპლანეტარული ისტორიების ფანტასტიკურ სცენარებს გვთავაზობს: მარსიანელი ქალი კოსმოსურ ხომალდს ელოდება, რომელიც ცისფერთვალება ნათანიელს ჩაუყვანს; ასტრონავტები კი მარსზე პატარა, იდილიურ ამერიკულ ქალაქში აღმოჩნდებიან, სადაც გარდაცვლილ ნათესავებს ხვდებიან; არსებები სხვადასხვა პლანეტიდან ვერასოდეს შეეხებიან ერთმანეთს, რადგან განსხვავებულ დროის განზომილებაში ცხოვრობენ. თითოეული ისტორია გვიამბობს არა მხოლოდ მარსის ათვისების დეტალებს, არამედ სევდიან, მშვენიერ და ადამიანურ ისტორიებს. „მარსის ქრონიკის“ ეს გამოცემა სრული ვერსიაა, რომელიც პირველად გამოვიდა ქართულ ენაზე.
მთარგმნელები: აკაკი მოსახლიშვილი, დავით ბალიაშვილი
ყდა: ნატალია ავალიანი
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
ფასი: 21.90 ლარი
2016