გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
რიგი
თეგები: #პროზა

რიგი | გიორგი ფირცხალაიშვილი

- ესენი ვინ არიან?
- ალტრუისტები.
- აქ რას აკეთებენ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ამბობენ, ხალხი შიმშილით იხოცებაო.
- მერე?
- ხორცი მოვიტანეთო.
- ხორცი მთელ ქვეყანაში არ იშოვება.
- საკუთარი ხორცი მოიტანეს. თქვენ თუ არა, ბავშვებს მაინც აჭამეთო.

***
დიდი რიგი იდგა. იმდენად დიდი, რომ ვერ დაინახავდი სად სრულდებოდა. „ხორცი რიგდება“, – ეუბნებოდა თავსაფრიანი ქალი დაინტერესებულ მამაკაცს.

– დიდი ხანია, რიგში ხართ?
– დილიდან. ფეხებში ძალა აღარ მაქვს.
– სკამი წამოგეღოთ.
– თქვენ პირველი ხართ, ვინც ჩემ მერე მოვიდა. რა უსამართლობაა, მე ამდენი ხანია ვდგავარ რიგში და თქვენ მხოლოდ ჩემ შემდეგ ხართ. იცით რა არის? როცა შენ უკან არავინაა, უფრო გაუსაძლისი და უსასრულო გეჩვენება.
– ამბობენ, ცოტა სასმელიც იქნებაო.
– საიდან იცით?
– არ ვიცი, უბრალოდ ასე ამბობენ.
– ნამდვილად არ მაწყენდა ყელის გაგრილება.
– ხორცი უმი იქნება?
– შეიძლება მოხარშულიც იყოს. მაგრამ ამდენი ადამიანის სამყოფი ხორცის მოხარშვას ეხუმრებით?! თქვენ რო

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა