გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ღმერთები | ანა ძიაპშიპას დღიური

27 მარტი
20:11
ღმერთები

ამ დღიურებმა და სახლში ყოფნამ ისე გამათავხედა, რომ ლექსიც ვთარგმნე. ენნ სექსტონის “ღმერთები” 1974 წლის კრებულში “The Death Notebooks” შედის და იმ პროცესს გავს რასაც დღეს გავდივართ.

ღმერთები

მისის სექსტონი გარეთ გავიდა ღმერთების საძებრად.

მან ცაში დაიწყო ყურება -

ვეება ქათქათა ანგელოზს ელოდა ლურჯი სარტყელით.

არავინ.

ისევ ჩახედა წაკითხულ წიგნებს

და მათგან ბეჭდური ფურთხი მიიღო.

არავინ.

დიდ პოეტთანაც წამოიწყო პილიგრიმაჟი,

მან კი სახეში შეაბოყინა.

არავინ.

ყველა ტაძარი მსოფლიოსი მან მოილოცა,

ღრმად სწვდა კულტურას.

არავინ.

წყნარ და ატლანტის ოკეანეს შეუყვა, ღმერთი ხომ...

არავინ.

ბუდა, ბრაჰმა თუ პირამიდა...

ყველგან ურიცხვი დახვდა ბარათი.

არავინ.

შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნდა

და ყველა ღმერთი სამყაროსი, გამოკეტილი დახვდა ტუალეტში.

ბოლოს და ბოლოს!

დაიყვირა და

ჩაკეტა კარი.

 

დაწვრილებით

GODS

Ms. Sexton went out looking for the gods.

She began looking in the sky
—expecting a large white angel with a blue crotch.

No one.

She looked next in all the learned books
and the print spat back at her.

No one

She made a pilgrimage to the great poet
and he belched in her face.

No one.

She prayed in all the churches of the world
and learned a great deal about culture.

No one.

She went to the Atlantic, the Pacific, for surely God…

No one.

She went to the Buddha, the Brahma, the Pyramids
and found immense postcards.

No one.

Then she journeyed back to her own house
and the gods of the world were shut in the lavatory.

At last!
she cried out,
and locked the door. 

Anne Sexton

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა