გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როგორ გაქრა ცა ქალაქის თავზე

9 წელიწადში ქალაქში 10 მილიონ 22 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი საზოგადოებრივი სივრცე გაქრა  დაიკარგა სასეირნო ადგილები, ეზოები ბავშვებისთვის, ტროტუარები საცალფეხო ბილიკებად იქცა. 

იმ დროს, როცა მეგაპოლისების ცათამბჯენების სახურავებზე ბაღ-ბოსტნებს აშენებენ, ჩვენი ქალაქი კოსმოსური ნარჩენების ნაგავსაყრელს დაემსგავსა, ფანტასტიკის ჟანრის ფილმებიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თბილისი მეტასტაზურად იზრდება  გაუაზრებელ ურბანულ პროცესს, დღემდე მხოლოდ სწრაფი გამდიდრების ინტერესი მართავს.

„ინდიგოს“ ინტერაქტიული მულტიმედიური პროექტი „როგორ გაქრა ცა ქალქის თავზე“ ერთწლიან კვლევას ეყრდნობა და მერიის გაცემულ ნებართვებს აანალიზებს, რამაც ქალაქის იერსახე და მისი ყოველდღიურობა შეუქცევადად შეცვალა. 

მულტიმედია პროექტის ნახვა შესაძლებელია აქ

პროექტს ვერ ნახავთ მობილურზე, მისი სრულფასოვანი აღქმა შესაძლებელია მხოლოდ ფართო ეკრანზე 

პროექტის ავტორები: ნინო ლომაძე, ნინო ბაქრაძე, ნინო ჯაფიაშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა