როკო ირემაშვილი - ადამიანი, რომელიც ხელოვნებას ხელით ქმნის
როკო ირემაშვილი თანამედროვე არტისტია, რომელიც მუდამ ახალი თემების ძიებაშია. მისთვის მნიშვნელოვანია, იპოვოს თემა და შემდეგ ‒ ამ თემის ახლებური ინტერპრეტაცია და ორიგინალური ფორმით წარმოჩენა სცადოს. მისთვის აქტუალურ საკითხზე და მნიშვნელოვან ემოციაზე შექმნილ ნაწარმოებს, ფორმისა და გადმოცემის უამრავი საშუალების გამოყენებით აღწევს: სკულპტურა, ფიგურატიული და აფიგურატიული ხელოვნება, ფერწერა, ანიმაცია, პროექცია, ვიდეოსკულპტურა, საკუთარი არტპროექტის პერფორმანსი, რომელშიც თავად ხდება მთავარი გმირი. არტისტის მთავარი გამოწვევაა, ამ სახის ხელოვნებაც ისეთივე ყოველდღიურობად აქციოს ადამიანებისთვის, როგორიც, მაგალითად, მუსიკაა.
ინდიგო: როგორია საუკეთესო სამუშაო გარემო თქვენთვის?
როკო: ჩემი სახელოსნო. თუმცა, ვცდილობ, გარემოზე არ ვიყო დამოკიდებული.
ინდიგო: რა გამხდარა შთაგონების წყარო? ადამიანი, მანქანა, მუსიკა, ქარი?