რომენ გარი „ევროპული აღზრდა“
მთარგმნელი: მერაბ ფიფია
ყდა: ნათია კვარაცხელია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2016
პოლონელ ექიმს, ტვარდოვსკის ორი ვაჟი გერმანელებმა დაუხოცეს. ცოლი, სხვა ქალებთან ერთად, ჯარისკაცებმა გრაფის სასახლეში გამოკეტეს. ექიმთან მხოლოდ თოთხმეტი წლის გოგო რჩება, რომელიც ტყეში მიჰყავს და მისთვის სამალავს აგებს. თვითონ ცოლის დასახსნელად მიდის. იქვე იღუპება.
უვნებელი მხოლოდ იანეკი გადარჩება. ის მცირერიცხოვან პარტიზანულ რაზმს უერთდება და მისი ხიფათიანი თავგადასავალიც აქ იწყება. იანეკი ერთ კითხვაზე ცდილობს პასუხის პოვნას – უნდა გაიგოს, მაინც რას ნიშნავს „ევროპული აღზრდა“: მონობას? ძალადობას, განადგურებას? თუ თავისუფლებას, ღირსებას, სოლიდარობას?
რომენ გარი ფრანგი მწერალი, დიპლომატი, სამხედრო მფრინავი და კინორეჟისორია. მისი პირველი რომანი „ევროპული აღზრდა“ 1945 წელს გამოქვეყნდა.