გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წყალი მოვიდა. მე წავედი. | ქალაქი რუსთავი

ონკანს ვამოწმებ, დღეს გამიმართლა. ყავას მაინც წინა დღეს მაღაზიაში ნაყიდი წყლით ვიმზადებ. არც აქვს დიდი მნიშნველობა, დაგეგმილი თუ დაუგეგმავი შეფერხება ჩემს მიკრორაიონს  დღეს შეეხო თუ არა. ონკანიდან მაინც უგემური წყალი მოდის.

სასტუმროსთან, ზებრაზე აჭარამ გამასწრო. არაუშავს, დიდუბე მოდის. უბრალოდ აჭარის ხაზზე უფრო ჩქარა დადიან. რუსთავი-თბილისის გზაზე სისწრაფეს ვერცერთ მძღოლს დაუწუნებ. ზოგს მაინც გამორჩეული რეპუტაცია აქვს. თუ არ გაგიმართლა და სამარშრუტო ტაქსის ორიგინალი ადგილი არ შეგხვდა, სხვა მგზავრი ხელს შეგაშველებს, „ტაბურეტკის“ გადმოკეცვაში დაგეხმარება. პატარა და არაკოფმოფრტულია.

- ისე, რუსთავში როგორ დადიხარ? 
- წყალივით.

აჭარა-რუსთავი საბურთალოდან ღამის პირველ საათამდე გადის. საღამოობით, როცა მანქანიანი კეთილი რუსთაველები უკან ბრუნდებიან, ბევრი პოტენციური 3-ლარიანი ტაქსია. ეს კი ერთადერთი გზაა, რომ დედაქალაქიდან გვიან რუსთავში დაბრუნება მოახერხო, თან იაფად.

სასტუმრო „რუსთავთან” ის გაჩერებაა, სადაც ყველა ტრანსპორტი გაივლის. ქალაქიც ბევრისთვის სასტუმროსავითაა. დილიდან - თბილისში, ზოგი - უნვერისტეტში, ზოგიც - სამსახურში. საღამოს უკან - რუსთავში და დილიდან - თბილისში.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა