გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სასამართლო

„რუსთავი 2“ ‒ გამოწვევა სასამართლოსთვის?

„რუსთავი 2-ის“ საქმის მსგავსი დავა ნებისმიერი ქვეყნის შიდა სასამართლოსთვის იქნებოდა გამოწვევა. სასამართლოს უწევს ბალანსის მონახვა ორ უფლებას – გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების დაცვას შორის. ადამიანის უფლებათა სამართალში არ არსებობს გრადაციები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არცერთ უფლებას წინასწარ არ ენიჭება პრიორიტეტი. თუმცა, უფრო მეტი გულშემატკივარი, ამ შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ს ჰყავს – საზოგადოება გამოხატვის თავისუფლებას უფრთხილდება. ამის ობიექტურად ახსნა იოლია. დასტურად Fრეედომ Hოუსე-ის ვიცეპრეზიდენტის კომენტარს გავიხსენებ. ის ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, მედიაზე თავდასხმა ხშირად დემოკრატიის უკუსვლის წინაპირობა ხდება. ამჟამად სწორედ ეს არის ბევრის წუხილი.

აქედან გამომდინარე, სწორედ რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარების ბედი. მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულება განხორციელდება, პასუხგაუცემელი კითხვები მის მიმართ აღარ უნდა არსებობდეს. თუ ასე მაინც მოხდა, საზოგადოებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების არალეგიტიმურ შეზღ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა