გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რიუ მურაკამი - „პირსინგი“

„პალატა №6“ გამომცემლობის „წიგნები ბათუმში" ახალი სერიაა, რომელიც ფსიქოლოგიური თრილერის და ფსიქოლოგიური ჰორორის ჟანრებს აერთიანებს. ცნობილი იაპონელი მწერლის, რიუ მურაკამის „პირსინგი“ კი სერიის პირველი წიგნია.
 
„მაშინაც, როდესაც დედა მაშველს, მტვერსასრუტის მილს ან დანის ტარს ურტყამს, ახრჩობს და, თუნდაც, მდუღარეს ასხამს, სრულიად დათრგუნულს გაქცევაც კი არ შეუძლია. არც მისი სიძულვილი ძალუძს. უბრალოდ მთელი ძალით იბრძვის, რომ შეიყვაროს და სწორედ ამის გამო, მშობელს კი არა, საკუთარ თავს შეიძულებს“.
 
„პირსინგი“ პირველად იაპონიაში 1994 წელს გამოვიდა. წიგნი ინგლისურ ენაზე 2008 წელს ითარგმნა და ის მაშინვე დევიდ ლინჩის სამყაროს იაპონურ ვერსიად მონათლეს: სიზმარივით სიურრეალისტური, ძალადობრივი, ნევროტული და, ამავე დროს, სრულიად ნაივური.
 
 

მთარგმნელი: ირინა აბულაშვილი
ყდა: ნატალია ავალიანი
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
ფასი: 9.90 ლარი
2016

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა