
17 წელი და მთელი საუკუნე – პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
2003
ვახტანგ ჭელიძე

პატიოსანი და ერთგული სიყვარული – არა ამპარტავნობა და ყოყოჩობა, არა მარტო შენი წინაპრების ღვაწლით თავმოწონება, არამედ შრომა, შრომა და პატიოსნება...
2004
ბაჩანა ბრეგვაძე

სიცოცხლე – ბრდღვიალა ჩირაღდანი, თაობები ხელიდან ხელში რომ გადასცემენ თაობებს.
2005
ოთარ ჩხეიძე

მწერლობის დონე, შეიძლება ერთმა მწერალმა ასწიოს, მაგრამ უწიგნურსა და უკულტურო მასას საუკუნეები სჭირდება, ხელახლა რომ შეისწავლოს ანბანი.
2006
ანა კალანდაძე

მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი, და ჭიამარიას ვუმზერ ჩემს მუხლებზე...
2007
თამაზ ჩხენკელი

ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპს განასახიერებს დევიზი: „ვგუშაგობ ერს“...
2008
ვახუშტი კოტეტიშვილი

ვარ ძველი ციხის ნაშალი,
ჩემში გადიან ღრუბლები,
ქარაფზე ვდგევარ და კლდეებს,
ცალპირად ვესაუბრები...
2009
ჭაბუა ამირეჯიბი

ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს, დანარჩენი – არსებობაა.
2010
გურამ დოჩანაშვილი

ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.
2011
ვახტანგ ჯავახაძე

ვინ ვარ მე? პოეტი, რომელიც ყოველთვის ეძებს და ხანდახან პოულობს, ხოლო თუ ვერ პოულობს, მაინც ეძებს.
2012
რეზო ჭეიშვილი

იდეა რომ ჩამებეჭდება თავში, შეიძლება ის სიზმარშიც ვნახო, აუცილებლად უნდა დავწერო, სხვანაირად არ შეიძლება...
2013
ზურაბ კიკნაძე

ადამიანები ჰგვანან იმ კაცს, რომელიც სიბნელეში დაკარგულ ნემსს მზის სინათლეზე ეძებს...
2014
დავით წერედიანი

სწორი საქციელი ერთმანეთს ჰგავს და ხშირად ერთადერთია. შეცდომა ათასგვარია: მსუბუქი და მძიმე, უნებურად ჩადენილი და ბოროტად ჩადენილი, საპატიებელი და უპატიებელი... შუაში უთვალავი გრადაციებით.
2015
ბესიკ ხარანაული

დაიმახსოვრე! ერთადერთი შენი თავის წინასწარმეტყველი შენს სამშობლოშიც შენა ხარ და დედამიწაზეც.
2016
ტარიელ ჭანტურია

მწერლობაც თამაშია; თამაშის სახეობაა. ცოტა უფრო რთული, ვინემ იგივე პოკერი, უფრო საინტერესო, უფრო ლამაზი, უფრო ტრაგიკულიც – აქ მეტის მოგებაც შეიძლება და მეტის წაგებაც.
2017
ლია სტურუა

როცა მანქანით ადიხარ ცაში,
ერთადერთ ხეს ეჯახები
და მხატვრულად კვდები – ეს ლირიკაა...
2018
რეზო გაბრიაძე

აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. ოღონდ ერთში უნდა მენდოთ, პირადად ჩემთვის ნამდვილზე უნამდვილესი რომ არის ეს ამბავი...
ნინო ხარატიშვილი

ქართული ენა ქვეცნობიერად რაღაც როლს ჩემს ტექსტებში სულ თამაშობს.