საბინაო ნევროზი - ანი 26 წლის
15.10.2019ისე ეჩვევი, რომ შეგიძლია, წინა საღამოს ყველაფერი უცბად დააფექო და მერე განაფექო.
განცხადება ვნახე ინტერნეტში, ორი გოგო ეძებდა მესამეს. მაწყობდა. 150 ლარის გადახდა ჩემი 250-ლარიანი ხელფასიდან შეიძლებოდა. ბინაც ნორმალური იყო. ეზოსთან სულ იდგნენ ტაქსები, ერთხელ ერთი ტაქსისტი მეკითხება, გამჩნევთ, ღამე მუშაობთ, ალბათ რთული სამუშაო გაქვთო. კი, ღამის გათენება მიწევს, არ არის ადვილი დამოუკიდებლად ცხოვრება-მეთქი. იმ გოგოებთან ერთად ცხოვრობთ მეშვიდეზეო? მეთქი, კი. იმედია, თქვენ გზას იპოვით ცხოვრებაშიო, ძალიან გულდაწყვეტილმა მითხრა. ამ დროს მე ძალიან ამაყი ვარ, სამ სამსახურში ვმუშაობ, ესე რატომ ვეცოდები-მეთქი. სახლიდან რომ წამოვედი, მერე გავიგე, რომ ჩემი ფლეთმეითი სტრიპტიზკლუბში მუშაობდა, მეორე სახლში იღებდა კლიენტებს, ვითომ მასაჟებზე. მეგონა, ყოველ ღამე ბარებში და კლუბებში დადიოდნენ. რას წარმოვიდგენდი, რომ ფაქტიურად ბორდელში ვცხოვრობდი. ეს იმის ბრალია, ჩემები რომ ბამბის ქულაში მზრდიდნენ და ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ყველაფერს.
ახლა ვცხოვრობ სასტუმროს ტიპის შენობაში, სადაც გაყ