გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საბინაო ნევროზი - მიშა, ქეთი

მიშა 30 წლის

ორი წლის წინ გადავედი შეყვარებულთან ერთად ცალკე საცხოვრებლად. წინამძღვრიშვილზე, ქავთარაძეზე, ვარკეთილში, თემქაზე, ახლა წერეთელზე უკვე მეექვსე ბინაში ვცხოვრობთ. ბინის მეპატრონეები პირველი იმას გვეკითხებოდნენ, სადაურები ხართო. თბილისელის ნაცვლად ვპასუხობ – გურული. ალბათ იმიტომ გეკითხებიან, რომ ჰგონიათ, მხოლოდ რეგიონიდან ჩამოსულებს სჭირდებათ ბინა. მერე უკვე სამსახურზე – ვინც მუშაობს, უფრო ენდობიან, ვიდრე სტუდენტებს.

ერთხელ მაკლერი იყო ბინის მეპატრონის ნაცნობი, რაღაც იეჭვა და შეეცადა გაერკვია, ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის. მეგობრები ვართ-თქო, ვუთხარით. იმან, ბიჭებო, მოდი ჯობია ვთქვათ, რომ ბიძაშვილები ხართო. ეგ ბინა არ აგვიღია.
ვერ ვიძინებ ხოლმე. თავიდან სხვა სახლში რომ გადავედი, იქაც გამიჭირდა. სხვის სახლში მაინც დაძაბული ხარ, რამე არ გააფუჭო, არ იცი, შარი რაზე შეიძლება მოგდონ.

ორი ადამიანი ვცხოვრობთ და ოჯახად არ განვიხილებით, ამიტომ რთულია საერთო სესხის აღება. ცალ-ცალკე ჩვენი შემოსავლებით ვერ გავწვდებით ბინის ყიდვას. მი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა