საბრძოლო ხელოვნება ცეკვის ენით
ცეკვის თეატრი
რეჟისორი: ციაო ლიანი
კომპოზიტორი: thruoutin
განათების დიზაინი: Chen Jian Ming
სასცენო დიზაინი: ვუ დი
გრიმი/ვიზუალური დიზაინი: Wang Jia
პოსტერების დიზაინი: ანა
ქორეოგრაფია: ციაო ლიანი
ფოტოგრაფებi: გუ იუ / ფან ვეი / სან ლი / Cai Qing /
ხანგრძლივობა: 70 წუთი, უანტრაქტოდ
შემსრულებლები: Li Yu, Cao Pei Zhong, Gong Xingxing, Zhang Kun, Zhang Zhenguo, Liao Yuan Wu, thruoutin, Song Zhao.
26 სექტემბერი, გრიბოედოვის თეატრი
წარმოდგენის შესახებ:
თავდავიწყება, ეგზალტაცია, სიმარტივისკენ სწრაფვა.
საბრძოლო ხელოვნების დიდოსტატი სინადვილეში ისაა, ვისაც ომისა და დაპირისპირების შეჩერება ძალუძს და ამგვარ საბრძოლო ხელოვნებას მუსიკის რიტმით, საცეკვაო ხელოვნების ენაზე წარმოაჩენს.
სახელწოდება „ცეკვის საბრძოლო ხელოვნება“ ორი ცნებისგან – „ცეკვისა“ და „საბრძოლო ხელოვნებისგანაა“ წარმომდგარი, ანუ, ერთგვარად ზღვრული თეატრალური ნამუშევარია, რომელიც ერთიან სისტემად უჩვენებს მაყურებელს ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას, მაგრამ ამას ინოვაციური ხერხით – თანამედროვე ცეკვით აკეთებს – მისი, როგორც მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მომავალი თაობისათვის გადასაცემად, განსავითრებლად, ინვოაციებით განსაახლებლად; აღმოსავლეთის კულტურის არსის პოპულარიზაციისათვის.
ამ წარმოდგენებში საბრძოლო ხელოვნება და ცეკვა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ სფეროებად რჩება, მაგრამ ისინი სულიერების დონეზე ერწყმის ერთმანეთს, რადგან ორივეს ფილოსოფია და გამოცდილება უდევს საფუძვლად – ორთაბრძოლის განსახიერება ცეკვის მეშვეობით და ცეკვის წარმოდგენა ორთაბრძოლად – მაშასადამე, ფიზიკური მხარე და ზღვრები ორივეში მინიმალიზებულია, რეალური შინაარსები მხოლოდ მოიპოვება. ჯგუფი ცდილობს, ადამიანის სხეულს საკუთარი „არქიტექურის“ განცდა თანამედროვე ცეკვის მეშვეობით შეუნარჩუნოს, არ დაკარგოს „ძენი“, საბრძოლო ხელოვნებას შეჯიბრის, საასპარეზო სპორტის ელემენტი გამოაცალოს და სული, ენერგია და სიცოცხლის ძალა შეუნარჩუნოს და ამით შეინარჩუნოს ამ ხელოვნების არსი.
თეატრის ისტორია:
ციაო ლიანი მუდამ მზადაა ახალი შთაგონებისა და იდეებისთვის და შემდეგ მათ კარგად შეფუთული ამბების ჯაჭვად აქცევს ხოლმე. ამას გარდა, მან თვალსაჩინო მსახიობების შემოკრებვაც მოახერხა. თავისი რიტმული წარმოდგენების მეშვეობით ციაო ლიანი კლასიკური სიუჟეტების ფრაგმენტებს მულტისენოსრულ კულტურულ ინოვაციად აქცევს. ამ სიურრეალისტურ ცეკვებში კულტურულ მნიშვნელობათა შრეები იკითხება, მეტაფორები კი უნივერსალური სიმართლის წარმოსაჩენად გამოიყენება. ტრადიციული საცეკვაო საპრეზენტაციო ხერხების საპირისპიროდ, ციაო ლიანის „ახალი სასცენო დეკორაცია“ მის არტნამუშევებში იმ ურთიერთქმედების გამძაფრებულ და შემოქმედებით აღქმას უწყობს ხელს, საცეკვაო წარმოდგენებსა და გარე სივრცეს შორის რომ არსებობს. საცეკვაო სცენის განვრცობა-გაფართოებით იგი თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე ხელოვნების ინტერდისციპლინარული გამოყენება. სანახაობა აღმოსავლურ ესთეტიკაზე აგებული, რომელიც ცხადჰყოფს, როგორ ხდება ტრადიციული ჩინური კულტურის აღორძინება თანამედროვე კონტექსტში.
„სული და სურვილი“, სამ ნაწილად წარმოდგენილი ტრილოგია, ციაო ლინის მიბრუნებაა ტრადიციული ჩინური კულტურისაკენ, უცხოეთში გატარებული წლების შემდეგ აქ იგი იმის დემონსტრირებას ახდენს, როგორი ოსტატობით იყენებს აღმოსავლური ცეკვის ლექსიკონს. ეს ერთიანი ნამუშევრის სამი დამოუკიდებელი, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული ნაწილია. ერთად ისინი შესანიშნავ ექსპერიმენტს წარმოადგენენ თემის, სტრუქტურის, საცეკვაო კომპონენტებისა და ვიზუალური ეფექტების შერწყმისა და გამოყენების მხრივ, რაც არტისტისგან წარმოუდგენელ ნიჭსა და გამბედაობას მოითხოვს. ეს უნარი ციაო ლინს ჩინეთის თანამედროვე ცეკვის ავანგარდში მიუჩენს ადგილს.