გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საჯარო სივრცე

საჯარო სივრცე უნდა გადადგეს!

თბილისში, ასათიანის ქუჩაზე, კორპუსის კედელზე წერია: არ დამიტბორო სვანეთი! სხვა ქუჩებზეც იქნება ასეთი წარწერა – იმ კამპანიის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც ხუდონჰესის პროექტს ებრძვის, წყალი არ გაუვა.

უცნაური მეჩვენება – ცდილობდე, გადაეღობო მოძალადეს და მაინც მისი გულმოწყალების იმედს არ კარგავდე. ან ცდილობდე, თავი შეაცოდო, ან გეგონოს, რომ კაპიტალს გული მოულბება და სისაწყლეზე მოითენთება. 

იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ დატბორვის შემდგომი ხატების წინასწარ მოხმობით საზოგადოების მობილიზაცია ცადო, პირიქით, ამის მეიმედება. უბრალოდ, მომეჩვენა, რომ „არ დამიტბორო სვანეთი“ საზოგადოების მობილიზაციას კი არ ემსახურება სოლიდარობის აქტის შესამზადებლად, არამედ უფრო ინვესტორისადმი მიმართული გზავნილია, რომელიც შუა გზაში თხოვნა-მუდარად იქცევა.

არის კიდევ ერთი კამათი – წერია, არ დამიტბოროო – პირველი პირის მხოლობით რიცხვში. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში მეტყველი სუბიექტი ერთი ცალკე აღებული ადამიანი ყოფილა, ინდივიდი, რომელსაც სვანეთს უტბორავენ. არადა, ხომ ვიცით, რო

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა